მსოფლიოში ამჟამად დემენციის შემთხვევები იმატებს. 2021 წელს ამ დიაგნოზით 57 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2050 წლისთვის კი რაოდენობის 153 მილიონამდე გაზრდაა მოსალოდნელი. ამის მიუხედავად, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობებში მსგავსი ნეიროდეგენერაციული პრობლემების რისკი სულ უფრო იკლებს.
მეცნიერებმა აშშ-ის, ევროპისა და ინგლისის მოსახლეობის ჯანმრთელობის მონაცემები გამოიყენეს და ისინი ე.წ. კროს-სექტორული კვლევის მეთოდით გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს დაბადებული თაობების წარმომადგენლებში დემენციის ჩამოყალიბების შანსი ყველა რეგიონში ნაკლები იყო. ასევე, მსგავსი ტენდენცია ქალებში უფრო შესამჩნევად ფიქსირდებოდა, ვიდრე კაცებში.
სპეციალისტებმა ყურადღება 71 და უფრო მეტი ასაკის ადამიანებზე გაამახვილეს. მათ 4-წლიანი მონაცემები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყვეს. დადგინდა, რომ ხანდაზმულ თაობებთან შედარებით, უფრო ახალგაზრდებს ასაკობრივი დემენციის ნაკლები გამოვლინება აღენიშნებოდათ. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 21.1 % იყო, ევროპაში 38.9%, ხოლო ინგლისში — 28.3%. გააგრძელეთ კითხვა
Sheni Network
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ახალ თაობაში დემენციის რისკი იკლებს — კვლევის შედეგები [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/06/12/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0/
sheniekimi.ge
