პარასკევი, მაისი 8, 2026

ისტორიაში პირველად, ხელოვნური ნეირონისა და ტვინის ნამდვილი უჯრედის კომუნიკაცია შედგა

პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი კაცებში ორჯერ მეტია, ვიდრე ქალებში
#post_seo_title

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა განსაკუთრებული ხელოვნური ნეირონი შექმნეს — მან ბიოლოგიურ ნეირონთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მათ შორის ელექტრული ინფორმაციის მიმოცვლა ისე შედგა, როგორც ბუნებრივად ხდება ხოლმე, იმავე ძაბვისა და ენერგიის გამოყენებით.

მკვლევრები წლებია, რაც ამგვარ ნეირონებს ქმნიან და კომპლექსურ მოწყობილობებთან აკავშირებენ. ამის მიუხედავად, მათი ფუნქციონირება ჩვენი ტვინისას ვერც შეედრება. ახალი ტიპის ხელოვნური ნეირონი რეალურთან ყველაზე მიახლოებულია, რადგან ის სხვებზე 10-ჯერ ნაკლებ ძაბვასა და 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.

აქამდე არსებული მოდელები ზედმეტად “ხმაურიანი” იყო იმისთვის, რომ ბიოლოგიურ უჯრედებთან კომუნიკაცია დაემყარებინა. მათგან განსხვავებით, ახალი სინთეზური ნეირონი “ჩუმია”, რაც ინფორმაციის გადაცემას ამარტივებს.

“ის მხოლოდ 0.1 ვოლტ ძაბვას აღწევს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენს სხეულში არსებულ ნეირონებში ფიქსირდება”, — აცხადებენ მეცნიერები.

ხელოვნური და ბიოლოგიური ნეირონების დაკავშირების აქამდე ნაცადი გზები ნაკლებად ბუნებრივი იყო, მაგალითად, სინათლის მეშვეობით. ახლა მკვლევრებმა ცილების ისეთი ნანომავთულები გამოიყენეს, რომლებიც ბაქტერიამ წარმოქმნა. ბუნებრივი ფორმირების გამო ამ სტრუქტურებს ნამდვილი ნეირონებისთვის დამახასიათებელ ნოტიო გარემოში გადარჩენა შეუძლია. განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვირუსის სიმპტომების შესამსუბუქების ბუნებრივი საშუალებები – პედიატრი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

ვირუსის სიმპტომების შესამსუბუქების ბუნებრივი საშუალებები - პედიატრი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს
#post_seo_title

წყალი, თაფლი და ლიმონი – ვირუსის სიმპტომების შესამსუბუქების ბუნებრივი საშუალებები

პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ვირუსის სიმპტომების შემამსუბუქებელ ბუნებრივ საშუალებებზე საუბრობს. პედიატრი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.

„ასეთ რჩევას მოგცემთ – წყალი, თაფლი და ლიმონი. ლიმონში არის C ვიტამინი, თაფლი კი როგორც წესი, ხველას ხსნის. დამერწმუნეთ, ხველის დროს უფრო ეფექტურია თაფლის მიღება. თაფლი, ლიმონი, ალოე, ასეთ ნარევს ვნიშნავ ხოლმე ბავშვებთან, რაც მათ ხველას უფრო უადვილებს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თაფლი 2 წლამდე უნდა შევზღუდოთ, რადგან ალერგია ან ბოტულინის ტოქსინი ავირიდოთ თავიდან”.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

“ნიყვი” – ცეზარის სოკო — ღმერთების ნუგბარი და იმპერატორთა ფავორიტი – მდიდარია უნიკალური საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და იმუნომოდულატორებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში

“ნიყვი” – ცეზარის სოკო — ღმერთების ნუგბარი და იმპერატორთა ფავორიტი – მდიდარია უნიკალური საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და იმუნომოდულატორებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
#post_seo_title

“ნიყვი” – ცეზარის სოკო — ღმერთების ნუგბარი და იმპერატორთა ფავორიტი

ბუნების სამეფო სოკო
სოკოების სამყაროში ცოტა სახეობაა ისეთი, რომელსაც მეფის ან ღმერთების სოკოს უწოდებენ.
Amanita caesarea, ანუ ცეზარის სოკო, ასეა მონათლული არა შემთხვევით — ეს იყო რომის იმპერატორების საყვარელი კერძი, რომელსაც თვლიდნენ „ღვთიური ძალის მატარებლად“.
დღეს მეცნიერება ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ ლეგენდა კი არა, ბიოქიმიურად გამართლებული რეალობაცაა — ცეზარის სოკო მდიდარია უნიკალური საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და იმუნომოდულატორებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ბიოქიმიური შემადგენლობა — ბუნებრივი ენერგიის წყარო
ცეზარის სოკო შეიცავს:
• B ჯგუფის ვიტამინებს — აუცილებელია ნერვული სისტემისა და ენერგიისთვის
• პოლიფენოლებს და ფლავონოიდებს — ძლიერი ანტიოქსიდანტები
• მინერალებს (კალიუმი, ფოსფორი, სელენი) — ამაგრებს გულს, კუნთებს და იმუნიტეტს
• ლეციტინსა და ერგოსტეროლს — ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულაციას და ვიტამინ D-ის სინთეზს.    განაგრძეთ კითხვა
შეიძლება იყოს სოკო და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Amanita caesarea cap Amanita muscaria cap cap gills gills stem spore -sporeprint print color: volva stem ring spore sporeprint print color: volva ring oak/chestnutforest forest pine/ pine/birch birch forest“ გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 მიოკინები: თქვენი კუნთების საიდუმლო იარაღი – რა არის მიოკინები?

 მიოკინები: თქვენი კუნთების საიდუმლო იარაღი - რა არის მიოკინები?
#post_seo_title

 მიოკინები: თქვენი კუნთების საიდუმლო იარაღი

რა არის მიოკინები?

ჩონჩხის კუნთები დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა მხოლოდ როგორც საყრდენ მამოძრავებელი სისტემის აქტიურ აპარატად თუმცა შედარებით ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათი ენდოკრინული ფუნქცია. შეკუმშვისას კუნთები გამოყოფენ სხვადასხვა აქტიურ მედიატორებს — მიოკინებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვა ორგანოებსა და სისტემებზე, უპირველეს ყოვლისა იმუნურ სისტემაზე.

მიოკინები არის ცილოვანი მოლეკულები, რომლებსაც კუნთოვანი ქსოვილი აწარმოებს და გამოყოფს სისხლში ფიზიკური აქტივობის დროს. ეს ნივთიერებები აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებენ ლიპოლიზს, ანელებენ დაბერებას და ასევე იცავენ დაავადებებისგან.

მიოკინების ძირითადი სასარგებლო თვისებები

  1. ანთებისწინააღმდეგო მოქმედება

მიოკინები წარმოადგენენ ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური ვარჯიშების დადებით გავლენას ჯანმრთელობაზე. ინტერლეიკინ-6 (IL-6), ერთ-ერთი ძირითადი მიოკინი, კუნთოვან ქსოვილში მოქმედებს როგორც დამცავი ანთებისწინააღმდეგო მედიატორი.

  1. მეტაბოლური ეფექტები

ირისინი, სხვა მნიშვნელოვანი მიოკინი, გარდაქმნის თეთრ ცხიმოვან ქსოვილს ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილად და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის გამაგრებას, ააქტიურებს რეგულატორულ ცილებს, რომლებიც ჩართავენ გენებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უჯრედებსა და ქსოვილებში მეტაბოლიზმის გადაწყობაზე.

  1. ნეიროპროტექციული მოქმედება

მიოკინების ნაწილი მოქმედებს კუნთების შიგნით და დადებითად მოქმედებს ახალი კუნთოვანი ცილების ზრდასა და ძვლების გამაგრებაზე. მნიშვნელოვან მიოკინებს შორის გამოირჩევა ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF), რომელიც გამოიყოფა აერობული ვარჯიშების დროს. 

  1. ძვლოვანი ქსოვილის გამაგრება

მიოკინები მონაწილეობენ ძვლოვანი რემოდელირების პროცესებში, ხელს უწყობენ ჩონჩხის გამაგრებას და ოსტეოპოროზის პრევენციას.

  1. გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესება

მიოკინები მონაწილეობენ გულის სწორ ჰიპერტროფიაში, ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადაპტაციას ფიზიკური დატვირთვების მიმართ.

რა სახის ვარჯიშებისას გამოიყოფა მეტი მიოკინი?

აერობული ვარჯიშები

ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვების დროს აღინიშნება ინტერლეიკინ-6-ის ზომიერი მაჩვენებლის მატება 80,5%-ით. ერთსაათიანი დაბალი ინტენსივობის ვარჯიში ასევე იწვევს IL-6-ის დონის მატებას.

აერობული ვარჯიშები წარმოადგენს აქტივობის ძირითად სახეობას, რომლის დროსაც გამოიყოფა ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF).

ოპტიმალური აერობული დატვირთვები მიოკინების გამომუშავებისთვის:

  • სირბილი
  • ველოსიპედი
  • ცურვა
  • სწრაფი სიარული
  • ცეკვა

ძალისმიერი ვარჯიშები

ძალისმიერი ვარჯიშები სიმძიმეების გამოყენებით  , ზრდიან მიოკინების სეკრეციას.

ძალისმიერი ვარჯიშები განსაკუთრებით ეფექტურია ირისინისა და სხვა მიოკინების სტიმულირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუნთოვანი მასის ზრდასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაზე.

ეფექტური ძალისხმევითი ვარჯიშები:

  • ჩაჯდომები ღერძით
  • კლასიკური ამოწევა
  • წოლ-ჭიმი
  • ძელზე აწევა
  • და სხვა საბაზისო მოძრაობები

 

მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები (HIIT)

ინტერვალური ვარჯიშები, რომლებიც ცვლიან მაღალი და დაბალი ინტენსივობის პერიოდებს, ეფექტურად ასტიმულირებენ მიოკინების სეკრეციას.

HIIT განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მიოკინების მაქსიმალური გამომუშავებისთვის მოკლე დროში. ასეთი ვარჯიშები აერთიანებენ აერობული და ანაერობული დატვირთვის უპირატესობებს.

მოქნილობაზე ვარჯიშები

იოგით ან პილატესით დაკავება ეხმარება მოქნილობის გაუმჯობესებას, სტრესის შემცირებას და ხელს უწყობს მიოკინების გამომუშავებას ზოგადად კუნთების მუდმივი მუშაობის ხარჯზე.

პრაქტიკული რეკომენდაციები

მიოკინების მაქსიმალური გამომუშავებისა და მათი ყველა სასარგებლო ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია:

  1. სხვადასხვა სახის ვარჯიშების კომბინირება — აერობული, ძალისმიერი და ინტერვალური დატვირთვების გაერთიანება. ასევე კონკურენტული ტრენინგის სახით
  2. რეგულარულად ვარჯიში — მინიმუმ 150 წუთი ზომიერი ან 75 წუთი ინტენსიური აერობული აქტივობა კვირაში, პლუს 2-3 ძალისმიერი ვარჯიში.
  3. საკმარისი ინტენსივობა — მიოკინები გამოიყოფა სწორედ მომუშავე,  კუნთებში ხდება, ამიტომ ვარჯიში უნდა იყოს საკმარისად ინტენსიური.
  4. დიდი კუნთოვანი ჯგუფების ჩართვა — მსხვილ კუნთებზე ვარჯიშები (ფეხები, ზურგი, გულმკერდი) ასტიმულირებენ მიოკინების უფრო დიდ გამომუშავებას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი – ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება

სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი - ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება
#post_seo_title

მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში გამართული მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, მალარიის მართვისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების სხვა საკითხებზე, პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, – ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, 2025წლის იანვარში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი – ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება.

ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებმა, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებასა და სისტემური ბარიერების გადალახვაზეც იმსჯელეს. ისაუბრეს, სამომავლო გეგმებზე. ასევე, მთავრობების ხედვაზე, მალარიის თუ სხვა დაავადებების ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„საქართველოში გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კარგად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, სრულად აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელი და ანტიმალარიული პრეპარატები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პაციენტისთვის. ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები ყოველთვის მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, ანტიეპიდემიური ღონისძიებების შესასრულებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ასევე დაესწრო „ვირხოვის პრიზის“, გადაცემის ცერემონიას. ვირხოვის ფონდი, ყოველწლიურად, იმ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს აჯილდოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში. 2025 წელს, ჯილდო, დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევებისთვის გაიცა. ცერემონიას ბერლინის მერი კაი ვეგნერი, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, მეცნიერები, პროფესორები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.

მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს, ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე.

საბჭოს წევრებმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების ეროვნული ხედვა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის გზები და თანამედროვე სამკურნალო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს

საბჭოს წევრებმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების ეროვნული ხედვა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის გზები და თანამედროვე სამკურნალო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს
#post_seo_title

საბჭოს წევრებმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების ეროვნული ხედვა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის გზები და თანამედროვე სამკურნალო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

საბჭოს წევრებმა სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლზე, ასევე სკრინინგში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოჯახის ექიმების როლის გაძლიერების მნიშვნელობასაც, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, სკრინინგის მოცვის ზრდისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებისთვის.

საბჭოს წევრებმა სამომავლო მიზნებიც განსაზღვრეს. კერძოდ, კიბოს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პაციენტთა ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ტრენინგ – მოდულის განსაზღვრა, შემუშავება და დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიმართულებით.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიის მიმართულების გაძლიერება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, უერთდება საქართველო – „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ გავახანგრძლივოთ სიცოცხლე და ახალგაზრდობა

როგორ გავახანგრძლივოთ სიცოცხლე და ახალგაზრდობა ბუნებრივად 

აღმოაჩინე მეცნიერებაზე დაფუძნებული გზები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. როგორ შეიძლება ადამიანი იცხოვროს 110-დან 160 წლამდე? რატომ უნდა ივარჯიშო? სწორი ჩვევები, რომლებიც ანელებს დაბერებას — სხეულისა და გონების განახლება ყოველდღიურად.

ცხოვრება 110-160 წლამდე – რეალობა თუ ფანტაზია?

ბოლო კვლევები მოწმობს: ადამიანურ სხეულს აქვს პოტენციალი, რომ 130–160 წლამდე იცოცხლოს. ჩვენი სხეული თავდაპირველად დაგეგმილია დღეგრძელობისთვის, თუმცა ჩვენი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თაობობრივი მემკვიდრეობა ხშირად ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ გენებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ყოველდღიური ჩვევები, აზროვნების ფორმა და თაობების მიერ გადმოცემული ღირებულებები – ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.

რატომ ვერ ვაღწევთ პოტენციალს?

ადამიანი, როგორც სახეობა, უკვე 300,000 წელია არსებობს. თუმცა, ისტორიულად სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 30–40 წელზე იყო შეზღუდული. ახლა კი თანამედროვე მედიცინის, ფსიქოთერაპიის და ტექნოლოგიის დახმარებით ეს მაჩვენებელი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

და მაინც, ჩვენ შორს ვართ იმ მაქსიმუმისგან, რაც სხეულს შეუძლია.

სიცოცხლის გახანგრძლივების 5 ძირითადი ფაქტორი:

1. ჯანსაღი კუნთოვანი სისტემა

სწორი ტანდეგობა, ფეხის ჯანსაღი სტრუქტურა და ხერხემლის სწორ მდგომარეობა — ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ გარეგნობასაც განსაზღვრავს. არასწორი პოზა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ნაოჭები და კანის მოდუნება.

2. მობილური სახსრები

მოძრაობის თავისუფლება მნიშვნელოვანია დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. სახსრების მოქნილობის შენარჩუნება არის აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

3. ელასტიური ფასცია და გაჭიმვა

მკვრივი და არაელასტიური ფასცია კანის მოდუნებასა და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. რეგულარული გაჭიმვა, პილატესი ან მსუბუქი მოძრაობითი პრაქტიკა აღადგენს ფასციის ელასტიურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

⚠️ იოგა ყველასთვის არ არის. სხეულის სპეციფიკური პრობლემების დროს, იოგამ შეიძლება საზიანო ეფექტიც კი მოიტანოს.

4. სწორად განვითარებული კუნთოვანი კორსეტი

ძლიერი კუნთები იცავს სხეულს ტრავმებისგან. თუმცა, ძალისმიერი ვარჯიში, თუ არსებობს მექანიკური დარღვევები (სკოლიოზი, თიაქარი), შეიძლება უკუშედეგიც მოიტანოს. კუნთოვანი სისტემა სწორად უნდა ფუნქციონირებდეს, სანამ კორსეტზე ვიმუშავებთ.

5. ფსიქოლოგიური მდგრადობა და სიცოცხლის სურვილი

გრძელვადიანი სიცოცხლე მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა ადამიანს აქვს სიცოცხლის მოტივაცია, მიზნები და სიხარული. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ფიზიკური.

ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ანელებს დაბერებას

🧘 არ აიძულო თავი, რომ ივარჯიშოთ

თუ გადაღლილი ხარ, ჯობია პირველ რიგში ენერგიის აღდგენა და მხოლოდ შემდეგ აქტიურობა. ფიზიკური მოძრაობა ბუნებრივად უნდა გახდეს ცხოვრების ნაწილი და არა ძალდატანებით შესრულებული მოქმედება.

🥦 დააბალანსე კვება — აკრძალვების გარეშე

შენი ორგანიზმი საჭიროებს სრულფასოვან მიღებას: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. აკრძალვა, ზედმეტი კონტროლი და დიეტის დემონიზაცია — ეს ყველაფერი ზრდის სტრესს და არღვევს შინაგან ბალანსს.

🧠 შეამცირე გადაჭარბებული კონტროლი

მუდმივი კონტროლი ზრდის სტრესს, რაც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს. შედეგად, ეს დაჩქარებულ დაბერებას უწყობს ხელს. მოდუნება და სხეულის ნდობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

რა მოაქვს თაობებს სიცოცხლის გახანგრძლივებასთან?

  • დღევანდელი თაობა უკვე აკეთებს არჩევანს ცხოვრების ხარისხზე.

  • მათი შვილები იღებენ ჯანმრთელობისადმი ამ მიდგომას და ამყარებენ მას.

  • თითოეული თაობა ქმნის ბაზას, რომ მომდევნო ცხოვრობდეს უფრო დიდხანს და ხარისხიანად.

თუ სხეულმა უნდა იცხოვროს 160 წლამდე, ფსიქიკამაც უნდა შეძლოს ამ ხანგრძლივობის ატანა.

რეალურია თუ არა 160 წლამდე ცხოვრება?

დღეს 110-120 წელი არ არის მითიური მაჩვენებელი — ეს არის რეალური მიზანი, თუკი ყოველდღიურად ხელს შევუწყობთ სხეულს და გონებას. ახალგაზრდობის შენარჩუნება მხოლოდ გენეტიკა არ არის. ეს არის მუდმივი პრაქტიკა:

✔️ ნაკლები სტრესი
✔️ მეტი მოძრაობა
✔️ სრულფასოვანი კვება
✔️ ცხოვრების სიყვარულით აღსავსე გონება

გსურს, რომ 80 წლის ასაკში გამოიყურებოდე 40-ის მსგავსად?
დაიწყე დღესვე — დღევანდელი არჩევანი შენი მომავალია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ალოე, თაფლი და ლიმონი — საშიში მითი თუ რეალური დახმარება ვირუსების სეზონზე?

სახლში დამზადებული ბუნებრივი საშუალება კოლიტის, წყლულების, ყაბზობისა და კენჭების წინააღმდეგ – ეფექტური რეცეპტი 3 ინგრედიენტით

ალოე, თაფლი და ლიმონი — საშიში მითი თუ რეალური დახმარება ვირუსების სეზონზე?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ვირუსებისა და გრიპის სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია. სწორედ ამ დროს ჩნდება ათასგვარი „რჩევა“, თითქოს ალოე, თაფლი და ლიმონი ბავშვებისთვის საუკეთესო ბუნებრივი წამალია ვირუსებისას.
მშობლები ამას ხშირად ენდობიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ნაზავი უფრო მოთბუნებაა, ვიდრე მკურნალობა — და ზოგ შემთხვევაში, საშიშიც კი შეიძლება იყოს.
რა აკეთებს სინამდვილეში ლიმონი
• შეიცავს C ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს.
• ხელს უწყობს ზოგად იმუნურ ბალანსს.
•მაგრამ არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ლიმონი ამცირებს ვირუსის ხანგრძლივობას ან იცავს ინფექციისგან.
• ზედმეტმა მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება, მჟავას ამოტყორცნა და კბილების ემალის დაზიანება.
თაფლი — სასიამოვნო, მაგრამ არა უვნებელი
• მართლაც ამცირებს ყელის ტკივილსა და მშრალ ხველას.
•შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1 წელზე უფროს ბავშვებში მცირე რაოდენობით.
•1 წლამდე ბავშვებში კი შეიძლება გამოიწვიოს ბოტულიზმი — იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება.
• მაღალი შაქრიანობის გამო თაფლი აზიანებს კბილებს და ხელს უწყობს წონის მატებას.
ალოე — „სასწაული“ მცენარე თუ ტოქსიკური ელექსირი?
• ალოე ვერა პოპულარულია, როგორც ბუნებრივი წამალი, მაგრამ კლინიკური მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის კურნავს ვირუსებს.
• კვლევების მიხედვით, მისი გადამეტებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს:
•მუცლის ტკივილი და დიარეა
•ღვიძლის ან თირკმლის დაზიანება
•ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით ბავშვებში)
• ორსულებსა და მცირეწლოვან ბავშვებში ალოეს გამოყენება მკაცრად არასასურველია.
რატომ არის მსგავსი რჩევები შეცდომაში შემყვანი
ტელევიზიით ან სოციალურ ქსელში გავრცელებული რჩევები ხშირად მიანიშნებს, რომ ბუნებრივი ნაზავი “ბავშვს ფეხზე აყენებს”.
მაგრამ სამეცნიერო ფაქტებია:
• არც ერთი ეს პროდუქტი არ კლავს ვირუსს.
• ისინი არ ამცირებენ დაავადების ხანგრძლივობას.
• ზოგიერთი მათგანი (განსაკუთრებით ალოე) შეიძლება ზიანის მომტანი იყოს.
ასეთი რჩევები ქმნის ცრუ უსაფრთხოების განცდას — რის გამოც მშობლები ხშირად იგვიანებენ ექიმთან მისვლას. შედეგი? ბავშვი მძიმდება, და ხშირად საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა
მიმართეთ პედიატრს, თუ ბავშვს აქვს:
• მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ქვეითდება 2–3 დღეში
• სუნთქვის გაძნელება ან ხველა
• უარის თქმა სითხესა და საკვებზე
  • უზრუნველყავით სითხის საკმარისი მიღება, მსუბუქი კვება და დასვენება.
  • ოთახში შეინარჩუნეთ სუფთა ჰაერი და ტენიანობა.
  • დაიცავით ბავშვი ვაქცინაციით — ეს არის ერთადერთი მტკიცებულებით გამყარებული გზა ვირუსების პრევენციისთვის.
დასკვნა
ბუნებრივი არ ნიშნავს უვნებელს.
ალოე, თაფლი და ლიმონი შეიძლება იყოს გემრიელი და დამამშვიდებელი, მაგრამ ვირუსის წინააღმდეგ ისინი უსარგებლოა.
მშობლებმა უნდა იცოდნენ: შვილის ჯანმრთელობა ინტერნეტით ან ტელევიზიით მიღებულ რჩევებზე არ უნდა დაეფუძნოს.
მეტი სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორის შესახებ
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (COI)
ავტორს არ გააჩნია ფინანსური ან კომერციული ინტერესები ალოეს, თაფლის ან სხვა ბუნებრივი დანამატების მწარმოებელ კომპანიებთან მიმართებით. სტატია ეფუძნება მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს.

შეიძლება იყოს მედიკამენტი გამოსახულება

იაპონიაში გამოცხადდა გრიპის ეპიდემია — რას ნიშნავს ეს დანარჩენი ქვეყნებისათვის?

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

იაპონიაში გამოცხადდა გრიპის ეპიდემია — რას ნიშნავს ეს დანარჩენი ქვეყნებისათვის?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
14 ოქტომბერი, 2025 წელი.
მსოფლიო სამეცნიერო ჟურნალმა Nature ოფიციალურად დაადასტურა — იაპონიამ გრიპის ეპიდემია გამოაცხადა. ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინფექციების რაოდენობა ამ წლის ამ პერიოდში ჩვეულებრივზე ბევრად მეტია.
ეს პირველი შემთხვევაა ბოლო ათწლეულში, როცა იაპონია სეზონურ პერიოდამდე ადრეულად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. მეცნიერები შიშობენ, რომ აღნიშნული ტალღა შესაძლოა გავრცელდეს აზიისა და ევროპის მიმართულებით — მათ შორის საქართველოშიც.
რატომ არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი?
• გრიპის შემთხვევების ზრდა იაპონიაში ხშირად წარმოადგენს გლობალური სეზონის საწყის მაჩვენებელს.
• როდესაც აზიაში აქტივობა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 4–6 კვირაში მსგავსი მატებაა მოსალოდნელი.
• იაპონიაში ფიქსირდება H1N1 და H3N2 ტიპის ვირუსების კომბინაცია, რაც ზრდის ეპიდემიური გავრცელების რისკს.
როგორ დავიცვათ თავი გრიპის ტალღის დროს
  • აიცერი რაც შეიძლება მალე.
  • გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური აცრა ყველაზე ეფექტური დაცვაა, განსაკუთრებით ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.
დარჩი სახლში, როცა ცუდად ხარ.
თუ სიცხე ან ხველა გაქვს, მოერიდე სხვებთან კონტაქტს — ასე თავიდან აიცილებ გადადებას.
დაიტესტე და მიმართე ექიმს დროულად.
თუ სიმპტომები მძაფრია ან მაღალი რისკის ჯგუფში ხარ (განსაკუთრებით ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები), ექიმს დაუკავშირდი პირველივე დღიდან.
ანტივირუსული მკურნალობა — მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ოსელტამივირი (Tamiflu) ეფექტურია მხოლოდ დაავადების საწყის ეტაპზე — პირველ 48 საათში.
ნიღაბი და ვენტილაცია.
ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება, ოთახის განიავება და რეგულარული ხელების დაბანა მნიშვნელოვნად ამცირებს გავრცელების რისკს.
მოერიდე მაღალი რისკის პირების ინფიცირებას.
თუ ავად ხარ, არ ესტუმრო ხანდაზმულ ან ორსულ ნათესავს. დაიცავი სხვებიც — ისევე როგორც საკუთარ თავს.
დასკვნა
იაპონიაში გამოცხადებული გრიპის ეპიდემია გლობალური გამაფრთხილებელი სიგნალია.
ეს ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში საქართველოშიც მოსალოდნელია ინფექციების მატება.
პრევენცია იწყება დღეს — აცრით, ცნობიერებით და პასუხისმგებლობით.
მეტი სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავტორის შესახებ
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (COI)
ავტორს არ გააჩნია ფინანსური ან კომერციული ინტერესები ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებით. სტატია ეფუძნება მხოლოდ სამეცნიერო წყაროებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს.
წყარო: Nature, 14 October 2025 – “Japan declares a flu epidemic — what this means for other nations” https://www.nature.com/articles/d41586-025-03367-z…

 

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „LOSAM Cases of influenza are surging in Japan. Credit: Japan. Kota Kawasaki/Yomiuri Shimbun via AP/Alamy“ გამოსახულება

“39 გრადუსამდე სიცხეს არ სჭირდება დამწევი” | მედიკამენტები და სიცხის დაწევის სხვა საშუალებები

„დაგვიანებული მოტორული განვითარება და კუნთების დაბალი ტონუსი ხშირად ბავშვებში გენეტიკური დარღვევების არსებობაზე მიუთითებს“
#post_seo_title

“39 გრადუსამდე სიცხეს არ სჭირდება დამწევი” | მედიკამენტები და სიცხის დაწევის სხვა საშუალებები

მედიკამენტები და სიცხის დაწევის სხვა საშუალებები – თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”, პედიატრი, თემური მიქელაძე საუბრობს:

„ყველა ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ცხელება. ცხელება ეს არის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია. თუ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვს ცხელების გამო რამე პრობლემა არ შეექმნება (დავუშვათ არ აქვს რამე თანდაყოლილი პათოლოგიები,) მაშინ ასეთ დროს ტემპერატურასაც არ სჭირდება ბრძოლა და 39 გრადუსამდე არ უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალება. თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას, საერთოდ არ სჭირდება. თვითონ უნდა ებრძოლოს. მთავარია, რომ დიაგნოზი ვიცოდეთ. თუ იქ არის ბაქტერიული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, პნევმონია – იქ აუცილებლად საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ის სიცხე უკვე მისთვის დამაზიანებლი იქნება”.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights