By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
სხვა-ამბები

კომპლექსები ბავშვებში – რა გზებით შეგვიძლია მათი დახმარება

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 10, 2026 12:50 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

ბავშვების კომპლექსები ხშირად ბავშვობიდან იწყება და მშობლების აღზრდის შეცდომების შედეგი შეიძლება იყოს. მაგალითად, „ლუზერის კომპლექსი“ ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან იზოლირებულ გარემოში. ასევე, ნიშნების კომპლექსი და არასრულფასოვნების განცდა შეიძლება განვითარდეს სკოლაში. ბავშვებს განსაკუთრებით რთულად აღიქვამენ უარყოფით შეფასებებს, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აზიანებს. მშობლებს და მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ ყურადღების და პოზიტიური მხარდაჭერის გაწვდვა ბავშვების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა და რომ მისი წარმატება უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. პრაქტიკული რჩევა: ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვების უნარებს და ნუ შეადარებთ მათ სხვებს.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სხვაამბები #კომპლექსები

ფსიქოლოგების აზრით, კომპლექსების უმეტესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს, წლების განმავლობაში გროვდება და ყალიბდება. ეს ძირითადად ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების შედეგად არის გამოწვეული.

ე.წ. ლუზერის კომპლექსი – ეს იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი შიშობენ, რომ მათი პასუხები, შესაძლოა, მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან.

ნიშნების ​კომპლექსი – დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას.

არასრულფასოვნების კომპლექსი – როდესაც პატარა დიდხანს არის მიჯაჭვული უფროსს. ერთი მხრივ, ბადებს არასრულფასოვნების განცდას, მეორე მხრივ უბიძგებს ბრძოლისკენ, – თვითონვე წარმოშობს ამ განცდის დაძლევის ტენდენციას – მოიპოვოს უპირატესობა უფროსებზე.

კომპლექსები გარეგნობის გამო –  კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები 8 წლის ასაკში უკვე აფასებენ საკუთარ სხეულს და სამოსს.

მშობლები, ბავშვს ეუბნებიან, რომ „სხვა კარგია“ ის კი „ცუდი“. ვინც შვილს სხვებს ადარებს, ხაზს უსვამს სხვების უნარიანობას, წარმატებებს და საკუთარი ბავშვის უუნარობას, რითაც უსჯიან ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსს რომლის დაძლევაც არც ისე ადვილია.

5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით რთულად აღიქმება მშობლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „საშინელი ბავშვი ხარ“. პატარა ბავშვი მშობლის ყველა უარყოფით ინტონაციას რთულად აღიქვამს, რაც ღრმად ილექება მის ცნობიერებაში და უჩნდება დანაშაულის კომპლექსი.

თავი შეიკავეთ ბავშვის უნარებზე საუბრისგან, როცა მას რაღაც არ გამოსდის. უთხარით, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილი/კარგი არ არის“.

ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი ჩიქოვანი: „ძირითადი კომპლექსები ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და სკოლის პერიოდში ხდება კარგად შესამჩნევი. შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს, როგორც მშობლის განებივრებისგან, ისე ზედმეტი შენიშვნებით, ან სხვებზე შედარებით. სხვადასხვა ტიპის კომპლექსი ბავშვზე სხვადასხვაგვარად აისახება.

ბავშვებს ძირითადად ახასიათებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. მოსწავლე შეიძლება იყოს პასიური, ან პირიქით აქტიური. ამ დროს პედაგოგმა უნდა მოახერხოს მისი პროცესში ჩართვა. ასევე ზედმეტად აქტიური, აჟიტირებული მოსწავლე, მაქსიმალური სიმშვიდით ჩააბას სამუშაო პროცესში.

მასწავლებელს შეუძლია უბიძგოს მოსწავლეს წარმატებისაკენ, ნიჭის მარცვალი იპოვოს და გააღვიძებინოს. მთავარია გახსნილობა და ნდობა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის, რომ იყოს ინტერესი სწავლისადმი და საგნისადმი. მე პრაქტიკული ფსიქოლოგიით ვარ დაკავებული და ბავშვებს ვაჩვევ პოზიტიურ ხედვას. როგორ შეიძლება, ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილება და პოზიტიურად, ყველასათვის სასიამოვნოდ დასრულება.

განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევებს და თითოეულ არასასიამივნო სიტუაციას ვიღებთ მადლიერებით, როგორც გაკვეთილს. ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყაროს მოდელი, აქედან გამომდინარე უადვილდებათ ახალ მეგობართან ურთიერთობა.

მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, სკოლაში თუ სახლში. სიყვარულს და გულწრფელობას ყველაზე კარგად გრძნობენ. ამიტომ ნუ დავინანებთ ყურადღებას, რადგან რაც მეტ სიყვარულს და პოზიტიურ ემოციას გავცემთ მით მეტ სასიკეთო და სასიამოვნო შედეგს მივიღებთ“.

ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვებს, დაუთმეთ დრო მათთან ურთიერთობას; თავი შეიკავეთ ფრაზებისგან: „არ შეგიძლია,“ „უუნარო ხარ,“ „მაინც არ გამოგივა“ და სხვა. აღნიშნული აისახება ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს თვითშეფასების დადაბლებას, შესაძლოა,  კომპლექსების სახით იჩინოს თავი; აღნიშნეთ ბავშვის მიერ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი; არ შეაქოთ ან შეაფასოთ ბავშვი გადამეტებულად. ნებისმიერი შეფასება, შექება თუ წახალისება, ეცადეთ იყოს მისი „გაკეთებული საქმის“ შესაფერისი; არ შეადაროთ ბავშვი სხვას. დააფასეთ ბავშვი, როგორც ინდივიდუალური არსება. მისი ნებისმიერი უნარი, შესაძლებლობა თუ მოცემულობა განიხილეთ მისსავე თავთან მიმართებაში: რა შეეძლო გუშინ და რა შუძლია დღეს, რას ვერ აკეთებდა გუშინ და რას აკეთებს დღეს და სხვა.

#datashvil    #drpkhakadze   #sheniganatleba

FacebookTwitter
TAGGED:კომპლექსები
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სხვა-ამბები

რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა) – ექიმის რჩევები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„თურქეთი, თავის მხრივ, მზადაა, საქართველოსთან, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის“ - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას მასპინძლობს
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

„თურქეთი, თავის მხრივ, მზადაა, საქართველოსთან, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის“ – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას მასპინძლობს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხვა-ამბები

„ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი“ – გიორგი ფხაკაძე დაინიშნა დირექტორად, Relief International-ის დირექტორთა საბჭოში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა - თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სიახლეებისხვა-ამბები

„ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა – თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?