By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედიასიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ხათუნა ზახაშვილი: “გრიპი სხვა რესპირაციული ვირუსებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ადამიანს მისი გადატანა წელიწადში რამდენჯერმეც შეიძლება მოუწიოს. დაავადება ზოგ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გართულდეს, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება“

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 23, 2026 12:31 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
ხათუნა ზახაშვილი: “გრიპი სხვა რესპირაციული ვირუსებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ადამიანს მისი გადატანა წელიწადში რამდენჯერმეც შეიძლება მოუწიოს. დაავადება ზოგ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გართულდეს, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება“
ხათუნა ზახაშვილი: “გრიპი სხვა რესპირაციული ვირუსებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ადამიანს მისი გადატანა წელიწადში რამდენჯერმეც შეიძლება მოუწიოს. დაავადება ზოგ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გართულდეს, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება“
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

გრიპი არის დაავადება, რომელიც შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე გადავიტანოთ. ზოგ შემთხვევაში გრიპი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ შესაძლოა გართულდეს და ჰოსპიტალიზაცია მოითხოვოს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ეფექტიანი საშუალება დაავადების პრევენციისთვის. ვაქცინაცია რეკომენდებულია ყოველწლიურად, რადგან გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება. ვაქცინა უფასოა და სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. გრიპის სეზონი, როგორც წესი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და გაზაფხულის დასრულებამდე გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ გრიპის გადატანის შემდეგ ვაქცინაციის ჩატარება უსაფრთხოა და რეკომენდებულია. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ გრიპის ვაქცინაციის გაკეთება.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #ენციკლოპედია #სიახლეები #სხვაამბები

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადების პრევენციის პირდაპირი და ეფექტიანი საშუალებაა. ვაქცინაცია ყოველწლიურად არის რეკომენდებული, რადგან გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება და ერთი ტიპის ვირუსით ინფიცირება სხვა ტიპებისგან არ გვიცავს“, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, სადაც სეზონური გრიპის გავრცელებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გრიპის სეზონად, როგორც წესი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის დასრულებამდე პერიოდი მიიჩნევა. ამ პერიოდში, დაახლოებით 5-8 კვირის განმავლობაში, გრიპის შემთხვევების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. თუმცა, გრიპის ვირუსი გარემოში მუდმივად ცირკულირებს და მისი გავრცელების ინტენსივობა სეზონურად იცვლება.

“გრიპი სხვა რესპირაციული ვირუსებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ადამიანს მისი გადატანა წელიწადში რამდენჯერმეც შეიძლება მოუწიოს. დაავადება ზოგ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გართულდეს, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება.”- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში შემავალი შტამების შერჩევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე ხდება. სეზონის დაწყებამდე საერთაშორისო ექსპერტები აანალიზებენ მსოფლიოში გრიპის ვირუსების ცირკულაციას, აფასებენ გავრცელებულ შტამებს და პროგნოზირებენ, რომელი მათგანი შეიძლება დომინირებდეს მომდევნო სეზონზე. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მზადდება სეზონური ვაქცინები.

„თუ ერთი ტიპის გრიპის ვირუსს გადავიტანთ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპებისგან დაცულები ვართ. შესაბამისად, ერთი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გრიპით განმეორებითი ინფიცირება“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, გრიპის გადატანისა და გამოჯანმრთელების შემდეგ ვაქცინაციის ჩატარება უსაფრთხოა და რეკომენდებულია. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია კი ყოველწლიურად არის მნიშვნელოვანი, რადგან ვაქცინა კონკრეტული სეზონისთვის მოსალოდნელი ვირუსებისგან დაცვის მიზნით მზადდება.

ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

https://ncdc.ge/#/pages/file/4b2cf275-e545-4c6d-ba2a-7b53d0cc95a1

FacebookTwitter
TAGGED:თუმცა შესაძლოა გართულდესრომ ადამიანს მისი გადატანა წელიწადში რამდენჯერმეც შეიძლება მოუწიოს. დაავადება ზოგ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობსსაჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება“ხათუნა ზახაშვილი: “გრიპი სხვა რესპირაციული ვირუსებისგან იმითაც განსხვავდება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

პაციენტს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს - პირველი გადანერგვა და მისი პერსპექტივები
შენი ექიმი

პირველი გადანერგვა და მისი პერსპექტივები – პაციენტს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

ვაქცინებმა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

ეპოქალური ცვლილებები ინოვაციების ეკოსისტემასთან მიმართებაში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა კავშირია და როგორ მოქმედებს მარილის მოხმარება არტერიულ წნევაზე? - რას წერს გიორგი ფხაკაძე
შენი ექიმი

ახალი კვლევა: მარილის ჭარბი მოხმარება შესაძლოა დეპრესიასა და შფოთვასთან იყოს კავშირში – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?