View full profile in English on Certificate.ge
- ექიმი
- იოსებ ჩიხლაძე
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1993 წლის 15 აპრილს ქალაქ თბილისში. მან დაამთავრა 207-ე საჯარო სკოლა, რის შემდეგაც, 2011 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უმაღლესი სასწავლებელი 2017 წელს წარმატებით დაამთავრა, ხოლო მოგვიანებით, 2022 წელს, მიიღო მაგისტრის დიპლომი და დაასრულა რეზიდენტურის კურსი ორთოპედია -ტრავმატოლოგიის მიმართულებით. იოსებ ჩიხლაძე არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი. მისი პროფესიული ინტერესებისა და პრაქტიკული საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ხერხემლის დეფორმაციების მკურნალობა, აგრეთვე ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედია და ტრავმატოლოგია. 2019 წლის აპრილიდან დღემდე, ბატონი იოსები საქმიანობს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ ორთოპედ- ტრავმატოლოგად. პარალელურად, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, ის არის წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის ექიმი. მისი მიმდინარე პროფესიული აქტივობა ასევე მოიცავს კლინიკა „ევექსს“ (2023 წლის მაისიდან დღემდე) და კლინიკა „პირველს“ (2025 წლის იანვრიდან დღემდე). სხვადასხვა პერიოდში იოსებ ჩიხლაძე პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ (2019 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე) და ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (2021 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე). საექიმო პრაქტიკის პარალელურად, იგი აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ საქმიანობაშიც — 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრამდე იკავებდა ალტე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის პოზიციას, სადაც მომავალ კოლეგებს საკუთარ ცოდნასა და დაგროვილ გამოცდილებას უზიარებდა.
რა არის კარგი ექიმი?
უპირველესად - უნარი, სხვისი ტკივილი ისე იგრძნო, თითქოს შენი იყოს. თუ სხვის მიმართ გულგრილი ხარ, ამ პროფესიაში უბრალოდ ვერ გაჩერდები. ამას უნდა დაემატოს სამსახურისადმი გულწრფელი ერთგულებაც და ყოველდღიური მზაობა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება სტუდენტად დარჩე და ისწავლო.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემთვის სამყაროს შეცვლა არ ყოფილა საჭირო - ყველაფერი სახლში, ოჯახში ხდებოდა. ჩემი მთავარი შთაგონება ბიძაჩემი, ვერტებროლოგი ზაზა აზმაიფარაშვილია.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ - ჩემი იდეალი ბიძაჩემია. როდესაც საქმეში რაიმე მიჭირს ან არჩევანის წინაშე ვდგავარ, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე: „ის როგორ მოიქცეოდა ამ სიტუაციაში?“ - ეს ჩემი მთავარი საზომია.
რჩევა მომავალ ექიმებს
არასოდეს შეგეშინდეთ შეცდომების და სიახლეების, მედიცინა გაჩერებას არ გვპატიობს. და რაც მთავარია - არ მისცეთ უფლება ყოველდღიურ რუტინას ჩააქროს ის პირველი ემოცია და ენთუზიაზმი, რომლითაც ამ გზას დაადექით. შეინარჩუნეთ ანთებული თვალები.
განათლება
დაამთავრა 207-ე საჯარო სკოლა, რის შემდეგაც, 2011 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. დაამთავრა, ხოლო მოგვიანებით, 2022 წელს, მიიღო მაგისტრის დიპლომი და დაასრულა რეზიდენტურის კურსი ორთოპედია -ტრავმატოლოგიის მიმართულებით.
გამოცდილება
იოსებ ჩიხლაძე დაიბადა 1993 წლის 15 აპრილს ქალაქ თბილისში. მან დაამთავრა 207-ე საჯარო სკოლა, რის შემდეგაც, 2011 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უმაღლესი სასწავლებელი 2017 წელს წარმატებით დაამთავრა, ხოლო მოგვიანებით, 2022 წელს, მიიღო მაგისტრის დიპლომი და დაასრულა რეზიდენტურის კურსი ორთოპედია -ტრავმატოლოგიის მიმართულებით. იოსებ ჩიხლაძე არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი. მისი პროფესიული ინტერესებისა და პრაქტიკული საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ხერხემლის დეფორმაციების მკურნალობა, აგრეთვე ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედია და ტრავმატო
სამუშაო ადგილი
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




