
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: ქუთაისი / იმ.
- ექიმი
- ეკა კილაძე
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- რეგიონი
- ქუთაისი / იმ.
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა ქალაქ სამტრედიაში. იგი პროფესიით ექიმი-თერაპევტი და ოჯახის ექიმია. ამჟამად ცხოვრობს ლანჩხუთში. ეკა კილაძის პროფესიული საქმიანობა 2002 წლიდან იწყება. 2002–2005 წლებში იგი მუშაობდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათის უბნის ექიმად. პარალელურად, 2005 წლიდან დღემდე, იგი მუშაობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმად, სადაც ყოველდღიურად ზრუნავს პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. 2005 წლიდან ასევე მუშაობს ჩიბათის საექიმო ამბულატორიაში ოჯახის ექიმად. გარდა ამისა, 2019–2023 წლებში ეკა კილაძე ექიმ-თერაპევტად საქმიანობდა ქალაქ ფოთის კლინიკა „იკამედში“, რითაც კიდევ უფრო გაიმდიდრა პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება. ჰყავს მეუღლე – ბესიკ ჩხარტიშვილი და სამი შვილი: ანი, გუგა და ნინი. აღსანიშნავია, რომ მისი უფროსი ქალიშვილი ანი, დედის კვალს გაჰყვა და ისიც პროფესიით ექიმია.
რა არის კარგი ექიმი?
ემპათია, სწავლისადმი მუდმივი მზაობა, კომუნიკაციის უნარი, მოთმინება, ემოციური გამძლეობა, პატიოსნება და თანაგრძნობის უნარი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვობაში ხშირად ვაკვირდებოდი ექიმს, რომელიც მე ან ჩემს ოჯახის წევრს გვმკურნალობდა და არა მხოლოდ გვმკურნალობდა, იმედსაც გვაძლევდა. მაშინ მივხვდი, რომ ექიმობა მხოლოდ პროფესია კი არა ადამიანების ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობაც არის.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალები ჩემი მშობლები არიან. ვცდილობ, მივბაძო მათ ისეთი მშვიდი და სიყვარულით სავსე ოჯახის შექმნასა და შენარჩუნებაში, როგორიც მათ შექმნეს ჩვენთვის.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი: გახსოვდეთ რომ მედიცინა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინაშე. ისწავლეთ გულმოდგინედ, რადგან ცოდნა თქვენი მთავარი იარაღია. არ დაივიწყოთ ადამიანი, რადგან პაციენტებს ხშირად თანაგრძნობა და თბილი სიტყვა ისევე სჭირდებათ, როგორც მკურნალობა. ყოველი პაციენტი ცალკეული პიროვნებაა, მოუსმინეთ მათ ყურადღებით, პატივი ეცით მათ ღირსებას და ეცადეთ, მხოლოდ დაავადება კი არა, ადამიანი დაინახოთ. იქნება დღეები როცა თქვენი შრომა რთული და დამღლელი მოგეჩვენებათ, მაგრამ გახსოვდეთ თქვენი პროფესია ადამიანების ცხოვრებაში იმედის, ნდობისა და დახმარების წყაროა. სწორედ ეს ხდის ექიმობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო პროფესიად.
გამოცდილება
ეკა კილაძე დაიბადა ქალაქ სამტრედიაში. იგი პროფესიით ექიმი-თერაპევტი და ოჯახის ექიმია. ამჟამად ცხოვრობს ლანჩხუთში. ეკა კილაძის პროფესიული საქმიანობა 2002 წლიდან იწყება. 2002–2005 წლებში იგი მუშაობდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათის უბნის ექიმად. პარალელურად, 2005 წლიდან დღემდე, იგი მუშაობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმად, სადაც ყოველდღიურად ზრუნავს პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. 2005 წლიდან ასევე მუშაობს ჩიბათის საექიმო ამბულატორიაში ოჯახის ექიმად. გარდა ამისა, 2019–2023 წლებში ეკა კილაძე ექიმ-თერაპევტად საქმიანობდა ქალაქ ფოთის კლინიკა
სამუშაო ადგილი
ნიუ ჰოსპიტალსი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





