By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ბლოგიინტერვიუსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმიშენი პაციენტიჯანდაცვის ისტორია

“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 12, 2024 11:17 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

ავტორი: თინათინ თავხელიძე

shenisilamaze.ge ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან, რომელიც მკითხველს მნიშვნელოვან და პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს წონის კლებასთან დაკავშირებით. 

ანა ზარანდია ბარიატრიულ ქირურგიაზეც საუბრობს, რაც ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ამ თემაზე საუბარი ღიად დაიწყო.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

-ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა  იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც თითქოს მარტივ გზას ირჩევენ წონასთან საბრძოლველად და მიმართავენ ბარიატრიულ ქირურგიას.

რეალურად კი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა მძიმე გართულებებისა ფატალური შედეგის სახით.

თქვენ, როგორც ენდოკრინოლოგს, რა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? რა შემთხვევაშია გამართლებული და საინტერესოა, რამდენად ჭარბი უნდა იყოს ადამიანის წონა, რომ ამ მეთოდს მიმართოს? 

— ბარიატრიული ოპერაციის მიმართ ასეთი მზარდი ინტერესი, ვფიქრობ, განპირობებულია იმით, რომ თითქოს მიჩნეულია წონის კორექციის უფრო მარტივ მეთოდად, რასაც გარკვეულწილად ვერ დავეთანხმები.

ისევე, როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის, ბარიატრიული ქირურგიის დროსაც დამახასიათებელია მძიმე გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულები ყველა შესაძლო გართულებების შესახებ ექიმის მხრიდან, რათა დროულად მოხდეს გართულების შემდეგ შესაბამისი რეაგირება. 

რა თქმა უნდა, მხოლოდ წონა არ წარმოადგენს ბარიატრიის ჩვენებას, მხოლოდ წონა მაშინ არის საკმარისი მიზეზი, როდესაც სხეულის მასის ინდექსი მეტია 40 კგ/მ2 ანუ როცა უკვე არის მორბიდული სიმსუქნე. ასევე, როცა საუბარია პირველი და მეორე ხარისხის სიმსუქნეზე, ეს არის სხეულის მასის ინდექსი 30%- ზე მეტი და მას თან ახლავს წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები,  როგორიცაა: დისლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის ობსტრუქციული აპნოე… ამ მოცემულობაშიც შესაძლებელია გაიცეს ბარიატრიული ქირურგიის ჩვენება.

 მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, თავიანთი ცხოვრების წესის მოდიფიკაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მეთოდს აირჩევენ ისინი წონასთან საბრძოლველად, რადგან ქირურგიული ჩარევის შემდეგაც უცილებლად გვჭირდება იგივე დამოკიდებულება და ჩვევები კვების მიმართ, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესში მოიაზრება.

აქვე დავამატებდი, რომ მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი, რაც გვსურს, რა თქმა უნდა,  მცდარია.

პაციენტებს რომ აკმაყოფილებთ მცირე რაოდენობის საკვები, ძალიან კარგია, თუმცა არჩეული საკვები უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო. ზუსტად იმ მიზეზით, რომ არ განვითარდეს ნუტრიენტების დეფიციტი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის.

ყოველთვის აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას მივირთმევთ, თუნდაც იყოს ერთი და იგივე კალორაჟი. მაგალითად, 1 ცალი დონატი, რომელიც დაახლოებით 200-დან 250-მდე  კილოკალორიას შეიცავს, იგივე კალორია შეიძლება ჰქონდეს 2 ცალ ვაშლს ან ფორთოხალს, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ წონის შენარჩუნებაზე, არჩევანი აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჯანსაღზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დონატი, რომელიც კალორაჟით იმდენივეა, რაც, დავუშვათ, 2 ცალი ვაშლი, აუცილებლად გამოიწვევს წონის მატებას ზუსტად იმიტომ, რომ თვისობრივად შეიცავს განსხვავებულ ნივთიერებებს. 

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ

 

FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ლუტეოლინის შემცველი დანამატი და აუტიზმის სპექტრის აშლილობა: საპილოტე კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზი
მეცნიერებაშენი ექიმი

ლუტეოლინის შემცველი დანამატი და აუტიზმის სპექტრის აშლილობა: საპილოტე კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
როგორ გამოდევნის ტვინი ტოქსიკურ ცილებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური დაქვეითება- ხარისხიანი ძილი გადამწყვეტია ტვინის ჯანმრთელობისთვის
შენი ექიმი

როგორ გამოდევნის ტვინი ტოქსიკურ ცილებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური დაქვეითება- ხარისხიანი ძილი გადამწყვეტია ტვინის ჯანმრთელობისთვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთ, მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც – რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

Another Covid explosion has begun in Georgia, the first blow falls on children – Dr Giorgi Pkhakadze

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?