By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთ, მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც – რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 29, 2026 4:51 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title
გაზიარება

იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ევროპულ სახელმწიფოებსაც და შესაბამისად, როგორც კი არსებული რისკებისა და ეფექტიანობის შესახებ მონაცემები სრულად შეივსება, შესაძლებელი გახდება მათი გამოყენების შესახებ უფრო მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება.

მინისტრმა დეპუტატებს სრულად მიაწოდა ინფორმაცია თითოეულ პრეპარატთან დაკავშირებით.

„ე.წ. ეგზონის ამოგდება – აქ ორ ჯგუფად უნდა დავყოთ საკითხი. მედიკამენტებს, რომლებიც რეგისტრირებულია დაჩქარებული წესით FDA-ს მიერ, რაც ნიშნავს, რომ FDA უთითებს მწარმოებელს წარადგინოს კონკრეტულ ვადებში კლინიკური კვლევის შედეგები, შესაბამისი უსაფრთხოების პროფილთან ერთად, აგრეთვე, წამლის სტაბილურობის და ხარისხის კვლევები, საერთოდ არ გააჩნიათ EMA-ს ავტორიზაცია, რადგან მწარმოებელს საერთოდ არ შეუტანია განაცხადი ევროპაში რეგისტრაციის მიზნით, თუმცა ამ მედიკამენტით მოვაჭრე კომპანია მონდომებული იყო, რომ საქართველოს ეს წამალი შეეძინა. მთელ ევროპაში გაყიდვისგან რატომ უნდა შეეკავებინათ თავი – ჩვენ ეს კითხვა დავუსვით, თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია, დღემდე არ არის ამის არგუმენტაცია.

ცალკე გამოვყოფ მხოლოდ ერთ მედიკამენტს ე.წ. ეგზონის ამოგდების ჯგუფიდან, რომელთან დაკავშირებითაც იყო მცდელობა – EMA-ს მიერ დარეგისტრირებულიყო. 2018 წლის დეკემბერში EMA-მ მიიღო გადაწყვეტილება მედიკამენტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და განმარტა უარის მიზეზი – „წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე, კერძოდ, კვლევის მიხედვით, არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით“, ე.ი. ვინც წამალი მიიღო და ვისაც წამალი არ მიუღია, ჰქონდათ ერთი და იგივე შედეგები. კიდევ ერთი ციტატა – „ძირითადი კვლევების შედეგების ისტორიულ მონაცემებთან შედარების მეთოდები არ იყო საკმარისად სანდო იმის დასადასტურებლად, რომ პრეპარატი ეფექტურია“.

მოკლედ, ევროპაში რომ ეს მედიკამენტი არ არის, ეს საკამათო არ არის. თუ ვინმეს მაინც ეჭვი დარჩა, მათთვის შემიძლია, მაგალითად, მოვიყვანო დიდი ბრიტანეთის ოფიციალური გადაწყვეტილება და გამოცდილება, რომელმაც შეაჩერა წამლის შეფასების პროცესი, რადგან კომპანიამ ვერ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები.

რაც შეეხება კიდევ ერთ სამკურნალო პრეპარატს ჯივინოსტატს – დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად იმედისმომცემია რომ გასცემს ყველა კითხვას პასუხს, მას აქვს FDA (დაჩქარებული, მაგრამ მაინც) და აქვს EMA-ს პირობითი რეგისტრაცია მინიჭებული 2025 წელს. ამდენად, ევროპული ქვეყნები რეალურად ფიქრობენ ამ მედიკამენტის შემოღებაზე, თუმცა პრაქტიკა და პრეცედენტები აქაც არაერთგვაროვანია. საფრანგეთმა, მაგალითად, სულ ახლახან, არასაკმარისი სამედიცინო სარგებლისა და სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო, უარი თქვა ამ მედიკამენტის დაფინანსებაზე. საფრანგეთში და ევროპის სხვა ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ კლინიკურ კვლევებში იყენებს მწარმოებელი ამ მედიკამენტებს. ევროპა ამჟამად აწარმოებს დამატებით მონიტორინგს, სამწუხაროდ, აქაც გვაქვს გარდაცვალების აღწერილი შემთხვევები იმ პაციენტებში, რომელიც იყენებდა ამ პრეპარატს. ბრიტანეთის მარეგულირებელი იკვლევს ამ შემთხვევების კავშირს მედიკამენტის გამოყენებასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველა ვგულშემატკივრობთ, რომ ჩვენი იმედები გამართლდება და გაჩნდება უსაფრთხო და რეალური სარგებლის მომტანი მედიკამენტი ჯივინოსტატის სახით“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა კიდევ ერთ პრეპარატზე – ვამოროლონზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ საუბარია კორტიკოსტეროიდის ჯგუფის მედიკამენტზე, რომელიც გერმანული წარმოებისაა, მაშინ როცა საქართველოში ამ ეტაპზე გამოიყენება სხვა, ესპანური წარმოების კორტიკოსტეროიდი – დეფლაზაკორტი.

მისი თქმით, ამ ორი პრეპარატის შედარება არ უკავშირდება დიუშენის სამკურნალო სხვა მედიკამენტებზე დასმულ კითხვებს, თუმცა სამინისტრო, პარალელურად, სწავლობს, შესაძლებელია თუ არა მკურნალობის პროცესის დახვეწა.

„ესპანური კორტიკოსტეროიდის ნაცვლად გერმანულის გამოყენება-არგამოყენება კი სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სამინისტრო მზად არის და კიდეც აკვირდება და იკვლევს საკითხს იმის შესახებ, თუ რით შეიძლება გააუმჯობესოს მკურნალობის პროცესი ამ კონკრეტულმა კორტიკოსტეროიდმა ესპანურ კორტიკოსტეროიდთან შედარებით და ხომ არ არის რეკომენდებული სხვა მიმართულებებით მუშაობის გააქტიურება, პარალელურად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

FacebookTwitter
TAGGED:მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც - რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობებიმიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთსამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სხვა-ამბები

როგორ აორთქლებენ პროსტატის ადენომას MMT ჰოსპიტალში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანდაცვის ხარჯეფექტიანობის საერთაშორისო აღიარება. ძლიერი პოზიცია და შემდეგი ნაბიჯები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად
სიახლეებისხვა-ამბები

ჯანდაცვის ხარჯეფექტიანობის საერთაშორისო აღიარება. ძლიერი პოზიცია და შემდეგი ნაბიჯები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კლინიკებში დაინფიცირებული ათასობით პაციენტი. მზარდი სტატისტიკა და კითხვები, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო არ პასუხობს
სიახლეებისხვა-ამბები

ორის მდგომარეობა მძიმეა…“ – გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის
სამინისტრო

გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?