თბილისის პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი — წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა.
გამოძიების მონაცემებით, 2025 წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია