სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს.
„რადგან ეს პარზიტებიც აქტუალურია,კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ:
ფოტოზე გამოსახულია ანიზაკიდების (Anisakis) ლარვები, რომლებიც ხშირია ზღვის პროდუქტებში, განსაკუთრებით თევზში.
საფრთხე, რომელსაც ეს პარაზიტი ქმნის!
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით.
რისკები და სიმპტომები:
• ძლიერი მუცლის ტკივილი
• გულისრევა და ღებინება
• დიარეა და ალერგიული რეაქციები
• ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც კი საჭიროა, რადგან ლარვები კუჭ-ნაწლავის კედელში იჭრებიან!
როგორ ავიცილოთ თავიდან?
თერმული დამუშავება – თევზის კარგად შეწვა, მოხარშვა ან 60°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება. გაყინვა (-20°C მინიმუმ 24 საათი) – კლავს პარაზიტებს“, – წერს ირაკლი არაბული.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი თევზში საშიში პარაზიტის შესახებ. 27 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შესაძლოა-საჭირო-გახდეს/
