საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აპრილი

დადგა აპრილი, წელიწადის უმ­შვენიერესი თვე, გაიღვიძა ბუნებამ, ხემ, ბუჩქმა, ბალახმა. ეს ის დროა, როცა მამულის პატრონი მუხლჩა­უხ­რელად უნდა შრომობდეს; ახლაა საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება.
ბაღი. თუ ბაღში ხეხილის სხვლა დღემდე ვერ მოახერხეთ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ ხმელი ტოტები მაინც მოაჭერით, ძირები ამოუბარეთ, თუ ნაკელი გაქვთ, ნაცარიც შეურიეთ და ჩაბარეთ. თუ თქვენი ბაღი სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს, ალბათ მორწყვაც დასჭირდება. თუ ეს ასეა, ჯერ სასუქი ჩაუბარეთ და მერე კარგად დაუტბორეთ ჯამები.
ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ დარგოთ ყველა სახის ხეხილი და კენკროვანი ბუჩქები, მათ შორის ხენდროც (კულტურული მარწყვი), რომელიც ირგვება 40სმ-ის რიგთაშორისებში და 25 სმ – მცენარეთა შორის. შეიძლება 20 სმ მცენარეთა შორის და 60სმ – რიგთა შორის. ნერგი ისე უნდა დარგოთ, რომ მისი შუა ნაწი­ლი მიწაში არ მოყვეს, ანუ იმავე სიღრმეზე, როგორც იყო დარგული. თუ საშუალება გაქვთ და ორმოებში 1-2 მუჭა ნაკელსაც ჩააყოლებთ, საუკეთესო მოსავალს მოიწევთ.
ვენახი. თუ ვაზი დღემდე არ გაგისხლავთ, ნუღარ გადადებთ, სასწრაფოდ ჩაატარეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია. სხვლის დროს, გარდა იმისა, რომ თითოეული ვაზი შეძლებისდაგვარად უნდა დატვირთოთ, სხვაც ბევრია გასათვალისწინებელი…

წაიკითხეთ სრულად

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება. 6 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საჭირო-ბაღში-ვენახსა-და-ბ/

  თოვლი, ძლიერი ქარი, წვიმა - გაეცანით 6 თებერვლამდე მოსალოდნელ ამინდს რეგიონების მიხედვით
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi