ბაქო, ერევანი თუ თბილისი? – გაიგეთ, სად არის ქირის ბაზარი ყველაზე შემოსავლიანი 2025-ში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისი ქირის შემოსავლიანობით რეგიონში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს — 2025 წლის მარტის მონაცემებით, ქირის წლიური ამონაგები დედაქალაქში 8.6%-ს შეადგენს. მიუხედავად მცირე შემცირებისა თვეში საშუალო ქირის ფასში, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, უძრავი ქონება კვლავ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ საინვესტიციო მიმართულებად.

კვლევის მიხედვით, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50–60 კვ.მ.) ქირის ფასი 2025 წლის მარტში 0.3%-ით შემცირდა და შეადგინა $9.5 კვადრატულ მეტრზე. ამჟამინდელი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია რეგიონში, მათ შორის ისეთ ქალაქებთან შედარებით, როგორებიც არიან ბაქო, ერევანი, კიშინიოვი, ბუქარესტი, სოფია, რიგა, ვილნიუსი და ტალინი.

თბილისი ჩამოუვარდება მხოლოდ სამ ქალაქს — ასტანას, ტაშკენტსა და ანკარას, რაც ნაწილობრივ იქ არსებული დაბალი უძრავი ქონების ღირებულებითა და მაღალი ქირის კოეფიციენტით აიხსნება.

ექსპერტების შეფასებით, თბილისში ქირის სტაბილური შემოსავლიანობა არამხოლოდ რუსი მიგრანტების ნაკადის შედეგად გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა, არამედ მჭიდრო ურბანული განვითარების, გაზრდილი ტურისტული ნაკადის და ტექნოლოგიური სეგმენტის გაძლიერების შედეგიც.

- Advertisement -
Ad imageAd image

მიუხედავად მცირე კორექციებისა, თბილისში ქირის ბაზარი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია რეგიონის მასშტაბით — ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს სტაბილურ შემოსავალსა და მზარდ პოტენციალს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბაქო, ერევანი თუ თბილისი? – გაიგეთ, სად არის ქირის ბაზარი ყველაზე შემოსავლიანი 2025-ში. 6 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბაქო-ერევანი-თუ-თბილისი/

  თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონოდ მყოფი მამაკაცი გადაარჩინა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi