ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა თბილისში — პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი — წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა.

გამოძიების მონაცემებით, 2025 წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.

დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა თბილისში — პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა. 6 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯგუფურად-ჩადენილი-ძალადო/

  ზოდიაქოს 4 ნიშანი წლის ბოლომდე ყველანაირი წყენისგან უნდა გათავისუფლდეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi