ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაყველაზე ძვირად ღირებული ყველის სახეობები, რომელიც საქართველოს მარკეტებში იყიდება

ყველაზე ძვირად ღირებული ყველის სახეობები, რომელიც საქართველოს მარკეტებში იყიდება

ყველზე როგორც მოთხოვნა, ისე ფასი მუდმივად მზარდია. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად კი მისი მომზადების ტექნიკა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

არის ყველის გარკვეული სახეობები, რომელიც ფუფუნების საგნად ითვლება, თუმცა, ამჯერად იმ ძვირადღირებული პროდუქტების ფასებს შემოგთავაზებთ, რომელიც საქართველოს მარკეტებშიც იყიდება.

ძვირად ღირებულთა კატეგორიაში ხვდება ქართული ცხვრის გუდა ყველი, რომელიც ქსელურ მაღაზიებში 1 კგ საშუალოდ, 50 ლარამდე ჯდება.

კიდევ უფრო ძვირია თხის ყველი, 1 კგ-ს ღირებულება 87,5 ლარია.

სულგუნი ღვინით 1 კილოგრამი, დაახლოებით, 60 ლარი ღირს.

კასტელო ბრი თეთრი ობით, 1 კილოგრამის ფასი საშუალოდ 95,6 ლარი გამოდის, ხოლო, ლურჯი ობით 190 ლარამდე ღირს.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყველის სახეობები აქვს „გრანაროლოს“, ზოგიერთი მათგანი, 1 კგ 200 ლარამდეც კი ჯდება.

ამ კატეგორიაში ლიდერია ყველი „პრეზიდენტის“ რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ერთ-ერთი, „მაზრდამი” 100 გრამი 48 ლარამდე ღირს, შესაბამისად, 1 კგ-ის შეძენას საშუალოდ, 480 ლარი დასჭირდება. წყარო

 

  ნინა კენჭიაშვილის ტრაგიკული ისტორია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი