ყველაზე ძვირად ღირებული ყველის სახეობები, რომელიც საქართველოს მარკეტებში იყიდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყველზე როგორც მოთხოვნა, ისე ფასი მუდმივად მზარდია. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად კი მისი მომზადების ტექნიკა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

არის ყველის გარკვეული სახეობები, რომელიც ფუფუნების საგნად ითვლება, თუმცა, ამჯერად იმ ძვირადღირებული პროდუქტების ფასებს შემოგთავაზებთ, რომელიც საქართველოს მარკეტებშიც იყიდება.

ძვირად ღირებულთა კატეგორიაში ხვდება ქართული ცხვრის გუდა ყველი, რომელიც ქსელურ მაღაზიებში 1 კგ საშუალოდ, 50 ლარამდე ჯდება.

კიდევ უფრო ძვირია თხის ყველი, 1 კგ-ს ღირებულება 87,5 ლარია.

- Advertisement -
Ad imageAd image

სულგუნი ღვინით 1 კილოგრამი, დაახლოებით, 60 ლარი ღირს.

კასტელო ბრი თეთრი ობით, 1 კილოგრამის ფასი საშუალოდ 95,6 ლარი გამოდის, ხოლო, ლურჯი ობით 190 ლარამდე ღირს.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყველის სახეობები აქვს „გრანაროლოს“, ზოგიერთი მათგანი, 1 კგ 200 ლარამდეც კი ჯდება.

ამ კატეგორიაში ლიდერია ყველი „პრეზიდენტის“ რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ერთ-ერთი, „მაზრდამი” 100 გრამი 48 ლარამდე ღირს, შესაბამისად, 1 კგ-ის შეძენას საშუალოდ, 480 ლარი დასჭირდება. წყარო

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ყველაზე ძვირად ღირებული ყველის სახეობები, რომელიც საქართველოს მარკეტებში იყიდება. 17 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველაზე-ძვირად-ღირებული/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi