მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას, პროექტის ერთ-ერთი ტურიდან გასაოცარ ნომერს აქვეყნებს, რომელიც მომღერალ შინეიდ ო’კონორის ცნობილ სიმღერაზე Nothing Compares შეასრულა.
„სენსაციური იდეა და ქორეოგრაფია! ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ საოცარი შოუს ნაწილი“, – წერს სალომე ჭაჭუა.
სოციალური ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც სალომე თავის მეწყვილესთან და სხვა მოცეკვავეებთან ერთად შეუდარებლად ცეკვავს, დიდი მოწონება დაიმსახურა.
განსაკუთრებული ნომერი იყო 100-ჯერ ვუყურე; ბრწყინვალე მოცეკვავე ხარ, სუნთქვისშემკვრელია WOW, შენ დედოფალი ხარ“, „სალომე შენს ნიჭს საზღვარი არ აქვს“, – წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „სუნთქვაშემკვრელია, შენს ნიჭს საზღვარი არ აქვს“ – სალომე ჭაჭუას საოცარი ნომერი ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. 17 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სუნთქვაშემკვრელია-შენს/
