ქართული ქვევრი – ქვევ­რი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქართული ქვევრი

უძველესი ქართველური ტომები მევენახე­ობა-მეღვინეობის ფუძემდებლები იყვნენ. ქვევ­რი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს.

ჩვენგან განსხვავებით, ევროპელები ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ. თანაც, თუ მუხის კასრი მხოლოდ 40-50 წელი ემსახურება მეღვინეს, ათასწლოვან ქვევრს ისეთივე წარ­მატებით შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც ახალს.
საუკეთესო ღვინის დამზადება ტკბილის და­დუღებით იწყება, რაც ტემპერატურული რეჟიმის გარეშე წარმოუდგენელია. ამ რეჟიმს კი ქვევრი თავად ქმნის, თანაც, მარანში 3-4-ჯერ ნაკლებ ადგილს იჭერს, ვიდრე მუხის კასრი. ქვევრი კასრზე ბევრად უკეთესად ინახავს ღვინოს.

საქარ­თველოში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა რამდენიმე სა­უკუნისწინანდელი ქვევრი უპოვიათ და შიგ კამკამა, საოცარი ღვინო ყოფილა.
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი გაბრიჭიძემ შავნაბადას მონასტრის არქიმანდრიტ შიოს კურთხევით შეაგროვა მასალები საქარ­თვე­ლოში ქვევრის წარმოშობისა და დამზადე­ბის შესახებ. მან შეიმუშავა ქვევრის დამზადების ჩარხული მეთოდი, ასევე სპეციალური ხუფი, რომლითაც ქვევრი ჰერმეტულად იხურება. მას­ვე ეკუთვნის აპარატი, რომლის დახმარები­თაც შესაძლებელია ქვევრის ძირიდან ლექის ამოღება. ამით, შე­იძლება ითქვას, ქართულმა ქვევრმა ახალი სიცოცხლე დაიწყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქართული ქვევრი – ქვევ­რი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს. 12 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართული-ქვევრი-ქვევრი-ღ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Бариста

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
CRM-интегратор (AMOCRM)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-16T20:10:30+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi