„ბარმენად რომ ვმუშაობდი, ნათესავებმა გააპროტესტეს, ვერ მიგებდნენ“ – ნინო ლეჟავა ცხოვრებაში გამოვლილ სირთულეებზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მსახიობი ნინო ლეჟავა გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრა.

„ქორწინებიდან 14 წელი ვერ ამოვისუნთქე, მაგრამ ვცხოვრობდი იმ კარგი დღეებით რაც იყო. იმიტომ, რომ თუ მადლიერების გრძნობა გაქვს და იფიქრებ, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ შედარების უნარი გაქვს, რომ სხვა უარესად არის, თუ ფსიქოლოგიურად მოამზადებ თავს, რომ ეს არის შენი გამოცდაა და თუ მე ამას გადავლახავ წინ ძალიან მაგარი რაღაცები მელის, ყველაფერი დალაგდება…არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი,“ – თქვა ნინომ.

როგორც ნინო ლეჟავამ აღნიშნა, იყო პერიოდი, როცა მას ბარმენად უწევდა მუშაობა.

„ბარმენად რომ ვმუშაობდი, ნათესავებმა გააპროტესტეს, ვერ მიგებდნენ…მე ვთქვი ერთი რამ – ვისაც ჩემი ნათესაობა ან მეგობრობა რცხვენია, შეუძლია თქვას, რომ არ მიცნობს. მე ვთვლიდი მაშინ, რომ ახალგაზრდებს სტიმულს ვაძლევდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები წასულიყო საზღვარგარეთ. მე არ მაქვს ლაპარაკი სასწავლებლად წასულებზე, ვსაუბრობ იმ ახალგაზრდებზე ვისაც აქ შრომა რცხვენოდათ და ერჩივნათ უცხოეთში ემუშავათ,“ – აღნიშნა ნინო ლეჟავამ.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ბარმენად რომ ვმუშაობდი, ნათესავებმა გააპროტესტეს, ვერ მიგებდნენ“ – ნინო ლეჟავა ცხოვრებაში გამოვლილ სირთულეებზე. 17 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/35142-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi