საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას – „Eurosatory 2026” დაესწრო

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას – „Eurosatory 2026“ დაესწრო.

ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო გამოფენაზე “Eurosatory  2026”-ზე, ფრანგი კოლეგის, საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების  მინისტრის, კატრინ ვოტრენის მიწვევით იმყოფება.

სამხედრო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს და მის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირებისა და სფეროს სპეციალისტებისთვის.

ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების, შეიარაღებისა და აღჭურვილობის სისტემების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

წელს საერთაშორისო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს.

“Eurosatory 2026” კიბერთავდაცვის, ხელოვნური ინტელექტის, შორი მანძილიდან დისტანციური ბრძოლის, კრიზისებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებს დაეთმო.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა  ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა.

მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი – გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას – „Eurosatory 2026” დაესწრო. 17 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-თავდაცვის-მ-9/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi