რომელ დღეს და როგორ შევასრულოთ „წითელი ძაფის“ პრაქტიკა – ეზოთერიკოსის რჩევა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გამომწერებს ხშირად უზიარებს ასტროლოგიასა და ეზოთერიკასთან დაკავშირებულ რჩევებს. ამჯერად, მან წითელი ძაფის, როგორც დაცვის საშუალების შესახებ დაწერა.

„წითელი ძაფი – დაცვისა და განდევნის უძველესი საიდუმლო. ყველა ბოროტებას სიტყვით ვერ განდევნი. არის ენერგიები, რომლებიც კვანძით უნდა შებოჭო და იქ დააბრუნო, საიდანაც მოვიდა.  ძველად ამბობდნენ: რაც დანით ვერ მოიჭრება, ის ძაფით უნდა შეიკრას ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. წითელი ძაფი უბრალო სამკაული არ არის – ეს „დაცვის ძარღვია“, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს გზას უღობავს.  როდის შევასრულოთ?

პრაქტიკისთვის საუკეთესოა სამშაბათი ან შაბათი. აუცილებელია სიჩუმე, მარტოობა და მტკიცე განზრახვა.  რიტუალის მსვლელობა: აიღეთ წითელი, შალის ძაფი. დაიჭირეთ ხელებს შორის, დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ გადადის ძაფში ყველაფერი მძიმე, წებოვანი და უცხო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.

ჩურჩულით თქვით: „ყველა ბოროტებას ვბოჭავ, ყველა მავნებელს ძაფში ვამწყვდევ. სხვისი – ჩემი არ არის. მე მისი გავლენის ქვეშ არ ვიქნები!“დაიწყეთ კვანძების შეკვრა. თითოეული კვანძი ბეჭედია:  I კვანძი: „ბოროტებას ვკრავ.“  II კვანძი: „ბოროტებას ვაჩერებ.“  III კვანძი: „უკან ვაბრუნებ – იქ, საიდანაც მოვიდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძაფი მარცხენა მაჯაზე შეიბით. კარგია, თუ ბოლო კვანძს თქვენი საყვარელი, სანდო ადამიანი დაგიფიქსირებთ. დაბოლოს, წარმოთქვით:„ამ კვანძით დაცული ვარ – არ გავტყდები. ამ ძაფით დაცული დავდივარ – ვერ მომწვდებიან. საიდანაც ბოროტი მოდიოდა, იმავე გზით წავიდა. კვანძით შეკრულია – სიტყვით დაბეჭდილია!“  მნიშვნელოვანია: ატარეთ მანამ, სანამ თავისით არ მოგძვრება.თუ ძაფი გაწყდა, ნუ შეგეშინდებათ – ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა თავის თავზე აიღო და თავისი საქმე შეასრულა.“ – წერს თამუნა იოსელიანი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

  სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს

შენი ამბები. (2026). რომელ დღეს და როგორ შევასრულოთ „წითელი ძაფის“ პრაქტიკა – ეზოთერიკოსის რჩევა. 17 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რომელ-დღეს-და-როგორ-შევას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi