აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, CNN-ი და The New York Times-ი ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულმა დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა.
„ყალბი ახალი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის წინააღმდეგ. ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია! საზოგადოება ლანძღავს Times-ს და CNN-ს“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტრამპი: „CNN-ი და The New York Times-ი ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულმა დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა“. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-cnn-ი-და-the-new-york-times-ი-ყალბ-ინფო/
