საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკში UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ისაუბრა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და დანა უაითს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობა შესთავაზა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებზე. შალვა გოგოლაძემ დანა უაითს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და UFC-ის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
დანა უაითთან შეხვედრას ესწრებოდნენ UFC-ის მრავალწლიანი პარტნიორის – კომპანია SPRIBE-ს წარმომადგენლები, რომლის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის ორგანიზებით შედგა შეხვედრა UFC-ის პრეზიდენტთან.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). საქართველოში შესაძლოა, UFC-ის ღონისძიება ჩატარდეს. 9 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ufc/
