ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება - ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის...

„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება – ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობის მიზნით“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება – ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ქვეყნებს შორის დინამიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება – ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით.

ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ურყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით. საქართველო მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ასევე სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია – 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.6 პროცენტით გაიზარდა.

„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 229 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით.

  „2 წელი ველოდებოდი იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მოგიყვებოდით „სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას… არასოდეს დანებდეთ!“ – დედის ემოციური ინტერვიუ შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი კეთილდღეობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ადასტურებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.