შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიკობი ბრაიანტის ფეხსაცმელი „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა

კობი ბრაიანტის ფეხსაცმელი „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ის ფეხსაცმელი, რომელიც მას იმ თამაშზე ეცვა, სადაც აქილევსის მყესი გაიწყვიტა, „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს თამაში 2013 წელს გაიმართა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ თამაშობდა, სადაც ბრაიანტმა მძიმე ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მან შეხვედრის გაგრძელება შეძლო.

„კობის კარიერაში ვერცერთი მომენტი ვერ აღწერს „მამბას მენტალიტეტს“ ისე, როგორც აქილევსის თამაში“, – ასე ეწერა ლოტის აღწერაში.

კალათბურთის ვარსკვლავი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევას ბრაიანტის გარდა კიდევ რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი, ჯიანა. ტრაგედია 2020 წელს მოხდა.

  ლაშა ტალახაძეს ჩოხოსანთა საზოგადოებამ რაინდის წოდება მიანიჭა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი