ისტორიაში პირველად – საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 138,96 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218,41 ქულით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს აქამდე უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არ ჰქონია.

მოკლე პროგრამაში სპორტსმენებმა მსაჯებისგან 79,45 ქულა დაიმსახურეს და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვეს, თავისუფალ პროგრამაში კი 138,96 ქულა მიიღეს და მცირე ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

ასევე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მოკლე პროგრამა მეექვსე ადგილზე დაასრულა და ნიკა ეგაძე, რომელმაც მოკლე პროგრამაში მე-15 ადგილი დაიკავა.

ამ­ჯე­რა­დაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სპორ­ტულ­მა წყვილ­მა – ბე­რუ­ლა­ვა-მე­ტელ­კი­ნა ულა­მა­ზე­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მით წარ­დგნენ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე და მი­უ­ხე­და­ვად ერთი შეც­დო­მი­სა, 138, 86 ქულა და­იმ­სა­ხუ­რეს, ორი პროგ­რა­მის ჯამ­ში კი 218, 41 ქულა მო­აგ­რო­ვეს და მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ლუკა ბე­რუ­ლა­ვა­სა და ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნას წყვი­ლი მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დე­გაც 79.45 ქუ­ლით მე-2 ად­გილ­ზე იყო.

პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს გერ­მა­ნე­ლებ­მა მი­ნერ­ვა ფა­ბი­ან ჰა­სემ და ნი­კი­ტა ვო­ლო­დინ­მა (228,33), მე­სა­მე­ზე კი გა­ვიდ­ნენ კა­ნა­დე­ლე­ბი ლია ფე­რე­ი­რა და ტრე­ნეტ მი­ჰა­უ­დი (216,09).

შე­გახ­სე­ნებთ, ბე­რუ­ლა­ვა-მე­ტელ­კი­ნა ევ­რო­პის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნე­ბი და ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ისტორიაში პირველად – საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 27 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ისტორიაში-პირველად-საქა-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi