კობი ბრაიანტის ფეხსაცმელი „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ის ფეხსაცმელი, რომელიც მას იმ თამაშზე ეცვა, სადაც აქილევსის მყესი გაიწყვიტა, „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს თამაში 2013 წელს გაიმართა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ თამაშობდა, სადაც ბრაიანტმა მძიმე ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მან შეხვედრის გაგრძელება შეძლო.

„კობის კარიერაში ვერცერთი მომენტი ვერ აღწერს „მამბას მენტალიტეტს“ ისე, როგორც აქილევსის თამაში“, – ასე ეწერა ლოტის აღწერაში.

კალათბურთის ვარსკვლავი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევას ბრაიანტის გარდა კიდევ რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი, ჯიანა. ტრაგედია 2020 წელს მოხდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კობი ბრაიანტის ფეხსაცმელი „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა. 11 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კობი-ბრაიანტის-ფეხსაცმელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi