„რაგბი ევროპის“ ფინალში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
ფინალური მატჩი მადრიდში გაიმართა. პირველი ტაიმის შედეგებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 12:3-ს უგებდა, თუმცა მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე პორტუგალიელებმა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, 17:17, ხოლო შემდეგ წინ 2 ქულითაც გავიდნენ. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 17:19 დასრულდა.
„რაგბი ევროპის“თასის მოპოვებას საქართველო მეცხრედ ცდილობდა. თასი საქართველოში ბოლო რვა წლის განმავლობაში იყო. პორტუგალიელებმა გამარჯვება კი 2004 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ვიცე-ჩემპიონია. 16 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-მორაგბეთა-ე-2/
