პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაშვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება - ვისთვის...

შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება – ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა შვიდგზის ზეთისცხება – ეს ბევრმა არ იცის

შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ. მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევისას, ეკლესიის ერთობლივი ლოცვისა და სნეულის ნაკურთხი ზეთითა და ღვინით ცხებისას, ავადმყოფ ქრისტიანზე საღმრთო მადლი გადმოდის, რომელსაც მისი ფიზიკური და სულიერი სნეულებების განკურნება შეუძლია. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს. შვიდგზის ზეთის ცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.
ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულ ლოცვაშია და საერო ცხოვრებიდან გადასულია ეკლესიურ ცხოვრებაში. ზეთის კურთხევა ტაძარში მაშინ ტარდება, როცა მეტი თავისუფალი დროა, რადგან ხალხი არ დარჩეს ზეთის ცხების გარეშე. ლოცვების მოსმენის შემდეგ უკვე იწყება შვიდგზის ზეთისცხება.
საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით ზეთის კურთხევის საიდუმლოს შვიდი მოძღვარი ასრულებს, თუმცა შეიძლება ერთმაც აღასრულოს. იკითხება შვიდი ადგილი სახარებიდან, შვიდი საქმე „წმიდათა მოციქულთა”. ამ ტექსტებს შორის ზოგიერთი თემატიკა ზეთს უკავშირდება, ასევე ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი. ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმიდანებს. იმავდროულად, იკურთხება ზეთი და ღვინო, რომლებიც ერთმანეთში ირევა და შემდეგ მორწმუნე მრევლს „შვიდგზის აცხებენ შვიდ ალაგას”- შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე.
შვიდგზის ზეთისცხება შეიძლება ჩატარდეს მძიმე ავადმყოფთან სახლში, წლის ნებისმიერ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში აღსრულებულ ამ მსახურებას საზოგადო ხასიათი აქვს და შესაძლებლობა ეძლევა მორწმუნე, მაზიარებელ, აღმსარებელ ადამიანებს იცხონ ზეთი, როგორც ხორციელი, ისე სულიერი სნეულებისაგან განსაკურნებლად და ცოდვათა მისატევებლად. ეკლესიის მიერ არ არის განსაზღვრული კონკრეტული დღე თუ როდის უნდა ჩატარდეს შვიდგზის ზეთისცხება, ამას თითოეული ტაძრის წინამძღვარი თავად წყვეტს.
შვიდი მღვდელი შეიკრიბება, მოამზადებენ სპეციალურ მაგიდას, მასზე დააბრძანებენ სახარებას და ჯვარს, ასევე მრგვალი ფორმის თასს, რომლის ძირზეც მობნეულია ხორბალი, შიგ ჩადგავენ პატარა ჭურჭლით ზეთს და ამ თასის გარშემო შვიდ სანთელს დაანთებენ. ასევე მოიმარაგებენ ზეთსა და ღვინოს. სპეციალურ ჩხირებს ბამბის ფილებით, რომელიც გამოიყენება ზეთისცხებისათვის.
შვიდი რიცხვი, სანთელთან მიმართებით და თავად შვიდ გზის ზეთისცხებაც სულიწმინდის შვიდ ნიჭზე მიუთითებს. ზეთი – ადამიანთა მადლის მიერ კურნებაზეა აქცენტირებული; წითელი ღვინო – ჯვარცმული ქრისტეს სისხლი გახლავთ; ხორბალი ადამიანის ცხოვრების ცვალებადობას, მის ფერისცვალებას გულისხმობს, რაც მოიაზრებს, რომ პიროვნებამ განახლებული სულიერი და ხორციელი ცხოვრება უნდა დაიწყოს.როდესაც ღვინოსა და ზეთს ურევენ ერთმანეთში ეს მსგავსია იმ მოწყალე სამარიტელისა, რომელმაც გვემულ ადამიანს მიხედა და წყლულებზე ზეთი და ღვინო დაასხა. რაც შეეხება ზეთისცხების ჩხირებს, იგი სიმბოლურად მსგავია იმ რტოსი, რომელიც წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს მოუტანა მტრედმა.
როგორც ცნობილია, ძველად ზეთს და ღვინოს ჩვეულებრივ იყენებდნენ მედიცინაში, ითვლებოდა, რომ ღვინო ჭრილობების დეზინფექციას ახერხებდა, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო.
ხშირად ისმის კითხვა: რამდენჯერ შეიძლება მორწმუნემ შვიდგზის ზეთისცხების მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა? სასურველია ერთხელ იცხოს ზეთი, თუმცა უმთავრესია მოძღვრის კურთხევით გადაწყვიტოს მორწმუნემ ეს საკითხი.
წყარო: სულის საყდარი
  ჩვევა, რომელიც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადების მიზეზი გახდეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.