„ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა და…“ – რა უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლამდე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი, დავით ხარაბაძე პირველი არხის გადაცემა ,,ტაიმაუტის” ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ემოციურ ისტორიას იხსენებს.

მისი თქმით, ხვიჩამ ისტორიულ თამაშზე გასვლის წინ თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა.

,,ზუსტად თამაშზე გასვლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ითხოვა სიტყვა. შევკარით წრე. ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა და ასეთი რამ თქვა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. ეს ის მომენტია, როდესაც შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ. აქ მივხვდი, რომ რაღაც ჩვენთვის სასიხარულო უნდა მომხდარიყო”, – საუბრობს დავით ხარაბაძე.

ცნობისთვის, საქართველომ საბერძნეთთან ისტორიული მატჩი ჩაატარა, გაიმარჯვა და შედეგად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა და…“ – რა უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლამდე. 29 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ამ-პატარა-ბიჭმა-თანაგუნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi