ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა ორგანიზაციიდან გავიდეს. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკულ როლს ასრულებს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელების, დაავადებების ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების შექმნით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმოჩენით, პრევენციითა და მათზე რეაგირებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. ათწლეულების განმავლობაში აშშ-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს და დაიცვეს ამერიკელები და სხვები ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის აღმასრულებელ განკარგულებას.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ტრადიციული მედიცინის განვითარების და რეგულირების სფეროში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights