ქეცი (ფავუსი)

0
775

ქეცი (ფავუსი) – წარმოადგენს თმის, კანის, ფრჩხილების სოკოვან დაავადებას, რომელიც ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი;
·         ინფექციური დაავადებები;
·         ინტოქსიკაციის ფონზე დაავადება;
·         არასრულფასოვანი და არარეგულარული კვების გამო დაავადება. 
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         დაავადებული თმა თხელდება, უხეშდება, თითქოს დამტვერილია;
·         დაზიანებული თმა არ არის მტვრევადი და ინარჩუნებს სიგრძეს;
·         დაავადებულს თავზე ცუდი სუნი ასდის;
·         კანზე ვითარდება ატროფიული ზედაპირი;
·         ზოგჯერ ვითარდება რეგიონარული ლიმფოდენტები;
·         დაზიანებულ ადგილს ახასიათებს დიფუზიური დახეთქვა;
·         შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც. 
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მიკოლოგი, რომელიც ახდენს პაციენტის ვიზუალურ დათვალიერებას. ქეცის რიგი ფორმებისას საჭიროა ასევე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. 
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის იყენებენ გარე მოხმარების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. დაზიანებულ ადგილებს ამუშავებენ იოდით, ასევე სოკოს საწინააღმდეგო მალამოებით.
 
საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და მოხდეს შინაგანი ორგანოების დაზიანებაც, რაც დიდი ალბათობით ლეტალურ შედეგსაც კი გამოიწვევს.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია მიკოლოგისა და თერაპევტის კონსულტაცია. თუ ქეცი აღმოაჩნდება ადამიანს, მისი ოჯახის ყველა წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია, რათა მოხდეს სოკოს პრევენცია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როტაციზმი
წინა სტატიაშიქერტლი
შემდეგი სტატიაქლამიდოზი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ