ყურის დაავადებები – რა უნდა ვიცოდეთ
ყურის ჯანმრთელობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს სმენას, ბალანსს და ცხოვრების ხარისხს.
ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
შუა ყურის ანთება (Otitis Media) – ტკივილი, სიცხე, სმენის დაქვეითება, შუილი. ხშირია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
გარეთა ყურის ანთება („მოცურავის ყური“) – ხშირად ვითარდება წყალში ბანაობის შემდეგ, ახასიათებს ტკივილი, ქავილი და გამონადენი.
სმენის დაქვეითება – შესაძლოა გამოწვეული იყოს ყურში გოგირდის დაგროვებით, ქრონიკული ანთებებით, ან ასაკობრივი ცვლილებებით.
ტინიტუსი (ყურში შუილი/ხმაური) – შეიძლება იყოს სტრესის, წნევის პრობლემების, ევსტაქის მილის დახშობის ან სასმენი ნერვის დაზიანების შედეგი.
ყურის ტრავმა და ბაროტრავმა(დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა-პერფორაცია) – ფრენისას ან წყალში ყვინთვისას ხშირია ყურში დაგუბების შეგრძნება, რასაც თან ახლავს ტკივილი.
ბავშვებში ხშირია შუა ყურის ანთება და სმენის დროებითი დაქვეითება, რის ყველაზე ხშირ მიზეზს ადენოიდების ჰიპერტროფია წარმოადგენს.
მთავარი რჩევა: ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგიცავთ გართულებებისგან და დაგიბრუნებთ ცხოვრების ხარისხს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ყურის ჯანმრთელობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს სმენას, ბალანსს და ცხოვრების ხარისხს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/10/03/%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9e/
sheniekimi.ge
