ქეცი (ფავუსი) – წარმოადგენს თმის, კანის, ფრჩხილების სოკოვან დაავადებას, რომელიც ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი;
· ინფექციური დაავადებები;
· ინტოქსიკაციის ფონზე დაავადება;
· არასრულფასოვანი და არარეგულარული კვების გამო დაავადება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დაავადებული თმა თხელდება, უხეშდება, თითქოს დამტვერილია;
· დაზიანებული თმა არ არის მტვრევადი და ინარჩუნებს სიგრძეს;
· დაავადებულს თავზე ცუდი სუნი ასდის;
· კანზე ვითარდება ატროფიული ზედაპირი;
· ზოგჯერ ვითარდება რეგიონარული ლიმფოდენტები;
· დაზიანებულ ადგილს ახასიათებს დიფუზიური დახეთქვა;
· შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მიკოლოგი, რომელიც ახდენს პაციენტის ვიზუალურ დათვალიერებას. ქეცის რიგი ფორმებისას საჭიროა ასევე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის იყენებენ გარე მოხმარების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. დაზიანებულ ადგილებს ამუშავებენ იოდით, ასევე სოკოს საწინააღმდეგო მალამოებით.
საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და მოხდეს შინაგანი ორგანოების დაზიანებაც, რაც დიდი ალბათობით ლეტალურ შედეგსაც კი გამოიწვევს.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია მიკოლოგისა და თერაპევტის კონსულტაცია. თუ ქეცი აღმოაჩნდება ადამიანს, მისი ოჯახის ყველა წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია, რათა მოხდეს სოკოს პრევენცია.
ქეცი (ფავუსი)
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ქეცი (ფავუსი) [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
