
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: ზუგდ. / სამ.
- ექიმი
- მამუკა კუჭავა
- სპეციალობა
- პედიატრია
- რეგიონი
- ზუგდ. / სამ.
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1966 წლის 12 ნოემბერს ქალაქ წყალტუბოში, პედაგოგების ოჯახში. მან სასკოლო განათლება მიიღო წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის საშუალო სკოლაში. ამ პერიოდში დაინტერესდა ჭადრაკით და წლების განმავლობაში წარმოადგენდა წყალტუბოს საჭადრაკო ნაკრების პირველ დაფას, ეროვნულ ტურნირებში მოსწავლეებს შორის და სპარტაკიადებში დიდებს შორის. ოჯახის უპირობო მხარდაჭერით, 1990 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. მან პროფესიული საქმიანობა დაიწყო ფოთის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში. ადამიანებისათვის ყველაზე საჭირო, კრიტიკულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში დახმარების აღმოჩენა მისთვის განსაკუთრებულ პროფესიულ აზარტსა და ემოციურ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რამაც ეს საქმე მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია. „ადამიანებისათვის ყველაზე საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში დახმარების აღმოჩენა ჩემთვის განსაკუთრებულ პროფესიულ პასუხისმგებლობასა და ემოციურ მოტივაციას წარმოადგენს.“ - ამბობს მამუკა კუჭავა და მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე — ყოველ ორ წელიწადში, ეროვნულ სასწავლო ცენტრში, რეგულარულად გადის ტრენინგებს და იღებს შესაბამის სერტიფიკატებს. ამასთანავე, იგი ფლობს ამერიკული, საერთაშორისოდ აღიარებული BLS (Basic Life Support), ACLS (Advanced Cardiovascular Life Support), ASLS (Advanced Stroke Life Support) და PALS (Pediatric Advanced Life Support) პროგრამების სერტიფიკატებს. მისთვის პედიატრია რჩება სამედიცინო პრაქტიკის მთავარ და უცვლელ მიმართულებად. ამჟამად საქმიანობს ფოთის სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში. მამუკა კუჭავა სისტემატურად იღებს მონაწილეობას დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამებში, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში დელეგატის სტატუსით. მისთვის პედიატრია რჩება სამედიცინო პრაქტიკის მთავარ და უცვლელ მიმართულებად. ამჟამად მუშაობს ფოთის სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში პედიატრის თანამდებობაზე, ასევე არის საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი.
რა არის კარგი ექიმი?
კარგი და გულისხმიერი ექიმობისთვის მთავარი შრომისმოყვარეობა, მუდმივი სწავლა და პაციენტის ტკივილის გაგებაა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
კონკრეტული მოტივაცია არ მქონია, თუმცა შინაგანად მუდამ ვგრძნობდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი. ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა კი საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ჩემი გზა პედიატრია ყოფილიყო.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კონკრეტული იდეალი არ მყავს.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვურჩევდი, ბევრი ისწავლონ, არ შეუშინდნენ სირთულეებს და რაც მთავარია, არასდროს დაკარგონ ადამიანურობა და თანაგრძნობა.
გამოცდილება
მამუკა კუჭავა დაიბადა 1966 წლის 12 ნოემბერს ქალაქ წყალტუბოში, პედაგოგების ოჯახში. მან სასკოლო განათლება მიიღო წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის საშუალო სკოლაში. ამ პერიოდში დაინტერესდა ჭადრაკით და წლების განმავლობაში წარმოადგენდა წყალტუბოს საჭადრაკო ნაკრების პირველ დაფას, ეროვნულ ტურნირებში მოსწავლეებს შორის და სპარტაკიადებში დიდებს შორის. ოჯახის უპირობო მხარდაჭერით, 1990 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. მან პროფესიული საქმიანობა დაიწყო ფოთის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში. ადამიანებისათვის ყველაზე საჭირო, კრიტიკულ და სასიცოცხ
სამუშაო ადგილი
თოდუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება


