
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
- ექიმი
- ნინო ჭანტურია
- სპეციალობა
- პედიატრია
- რეგიონი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1965 წლის 31 ოქტომბერს. მან 1983 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 სამედიცინო სასწავლებელი, ხოლო 1990 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა კლინიკური ინტერნატურა. ის არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006 წ.) და 115 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიისა და 2 წიგნის ავტორი. ნინო ჭანტურიას აქვს მრავალწლიანი და წარმატებული სამედიცინო პრაქტიკა. 1991 წლიდან დღემდე ნინო ჭანტურია ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას ქალაქ ფოთის საავადმყოფოში ექიმ პედიატრად, ხოლო 2000-2019 წლებში ხელმძღვანელობდა „ევექსის ჰოსპიტლის“ პედიატრიულ დეპარტამენტს. სამედიცინო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ასევე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს პედიატრთა ასოციაციის სამეგრელოს რეგიონულ ფილიალს და იყო არაერთი წამყვანი ასოციაციის წევრი. 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ნინო ჭანტურიამ ნამდვილი გმირობა გამოიჩინა. კლინიკის ერთ-ერთ პალატაში გაჩენილი ხანძრის დროს, მან საკუთარი სიცოცხლის ფასად, პაციენტები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა და პირადად ჩააქრო ცეცხლის კერა, რითაც თავიდან აიცილა ცენტრალური ჟანგბადის სისტემის აფეთქება და 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ საზოგადოებრივი გმირობისთვის მას მიენიჭა ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება. ნინო ჭანტურიას ჰყავს ორი შვილი — ოთარი და თორნიკე.
რა არის კარგი ექიმი?
ექიმისთვის აუცილებელი თვისებებია: ემპათია და თანაგრძნობა - პაციენტის ტკივილისა და ემოციური მდგომარეობის გაზიარების უნარი, პასუხისმგებლობა - საკუთარი გადაწყვეტილებებისა და მათი შედეგების გაცნობიერება, მუდმივი განვითარება - პროფესიული ცოდნის უწყვეტი განახლება, სტრესგამძლეობა, კომუნიკაბელურობა და ჰუმანიზმი - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზენაეს ღირებულებად აღქმა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემს გადაწყვეტილებაზე ორმა უმნიშვნელოვანესმა პირადმა მოვლენამ იქონია გავლენა: პირველი - 8 წლის ასაკში, როდესაც მამამ ინსულტი გადაიტანა, ექიმების თავდადებამ და პროფესორ მაისაიას თბილმა რჩევამ - ჩემი მცირე წვლილი შემეტანა მამის მოვლაში - ბავშვობიდანვე ჩამისახა ექიმობის სურვილი. მეორე - შვილის გადარჩენამ 1983 წელს ჩემი შვილი გულის მძიმე მანკით დაიბადა. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების უდიდესმა პროფესიონალიზმმა და მზრუნველობამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ცხოვრება პედიატრიისათვის დამეკავშირებინა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
მედიცინაში ჩემი იდეალი ბატონი ვანიკო ჩხაიძეა. იგი არის უძლიერესი პროფესიონალი, უერთგულესი მეგობარი და სამაგალითო პიროვნება, რომლის ღვაწლიც ქართული მედიცინის განვითარებაში ფასდაუდებელია.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვურჩევდი: ისწავლონ მუდმივად, შეინარჩუნონ ჰუმანურობა, განავითარონ გუნდურობა და კრიტიკული აზროვნება.
გამოცდილება
ნინო ჭანტურია დაიბადა 1965 წლის 31 ოქტომბერს. მან 1983 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 სამედიცინო სასწავლებელი, ხოლო 1990 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა კლინიკური ინტერნატურა. ის არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006 წ.) და 115 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიისა და 2 წიგნის ავტორი. ნინო ჭანტურიას აქვს მრავალწლიანი და წარმატებული სამედიცინო პრაქტიკა. 1991 წლიდან დღემდე ნინო ჭანტურია ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას ქალაქ ფოთის საავადმყოფოში ექიმ პედიატრად, ხოლო 2000-2019 წლებში ხელმძღვანელობდა „ევექსის ჰოსპიტლის“
სამუშაო ადგილი
გაგუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება


