
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ალექსანდრე (დავითი) თელია
- სპეციალობა
- ალერგოლოგია-იმუნოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- (995 32) 261 01 01
- ელ-ფოსტა
- 1clinic.tsmu@gmail.com
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- tsmuclinic.ge/ka
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.
1971 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-60 საშუალო სკოლა.
1972-78 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა კლინიკიური ინტერნატურის და ორდინატურის კურსები ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში ალერგოლოგიის კათედრაზე. ასპირანტური დამთავრების შემდეგ, 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაციები.
1994 წლიდან 1996 წლამდე მუშობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე.
2001-2003 წლებში მოწვეული პროფესრორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების და გამოტვლიტი მათემატიკის კათადრაზე.
2003-2005 წლებში იყო თსსუ ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
ამჟამად არის თსსუ შინაგან სნეულებათა N2 დეპარტამენტის ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.
კლინიკური (ლიცენზირებულ) საქმიანობას ეწევა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით. არის კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობს მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით.
2005 წელს გამოაქვეყნა მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელო (ქართულ ენაზე).არის საქ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საქ. ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქ. მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, საქ. მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.
მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ნაშრომები, სახელმძღვანელოები წარმოდგენილია მის პერსონალურ ვებ-გვერდზე www. telia.geგამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი. არის 9 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
რას მკურნალობს ალერგოლოგი-იმუნოლოგი
ალერგიული დაავადებებისა და იმუნური სისტემის დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ალერგიული რინიტი, ასთმა, საკვები და მედიკამენტური ალერგია, იმუნოდეფიციტები.
სიმპტომები, რომლებითაც ალერგოლოგი-იმუნოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება






