ალერგიული რინიტი – ზედა სასუნთქი გზების დაავადება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული რეაქციით.
მიზეზები
დაავადება ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო.
სიმპტომები
· სურდო;
· გაჭედილი ცხვირი;
· ხშირი ცემინება;
· ყელში ქავილის შეგრძნება;
· შეტევის ფორმის ხველა;
· თვალების ქავილი, ცრემლდენა;
· შუქის მიმართ თვალების მაღალი მგრძნობელობა;
· ყნოსვის დაკარგვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
· იმუნოგრამა;
· ცხვირიდან გამონადენი სისველის გამოკვლევა;
· რინოსკოპია;
· კანის პროვოკაციული ტესტები.
მკურნალობა
· იმუნოთერაპია;
· ანტიჰისტამინური პრეპარატები;
· ცხვირის სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატები;
· მემბრანოსტაბილიზატორები;
· ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდები;
· სამკურნალო ფიზკულტურა;
· ინჰალაცია.
დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
· ქათმის ხორცი, კვერცხი;
· ხილი;
· თაფლი;
· პროდუქტების, რომლებიც შეიცავენ საკვებ დანამატებს და საღებავებს.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· სინუსიტი;
· ოტიტი;
· ჭინჭრის ციება;
· ბრონქიალური ასთმა;
· კვინკეს შეშუპება;
· ატოპიური დერმატიტი.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
· დაბინძურებულ გარემოში მაცხოვრებლები;
· ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ალერგენთან კონტაქტისგან თავის შეკავება;
· ზაფხულში ქუჩაში ნაკლები დროის გატარება;
· სახლის საგულდაგულოდ დასუფთავება;
· ახალი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე დატესტვა ამტანობაზე;
· სწორი კვება.
ალერგიული რინიტი — სიმპტომები
სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.
კანის ქავილისიმპტომი
შეშუპება / ოიდემასიმპტომი
გამონაჟონი / სეკრეციასიმპტომი
ყურის ტკივილისიმპტომი
ხველასიმპტომიიხილეთ ასევე: სისხლი, იმუნიტეტი და ალერგია
პრეპარატები, რომელთა ჩვენებებშიც მოხსენიებულია: ალერგიული რინიტი
რომელ ექიმს მივმართოთ
სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.
