By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი დაავადება

რა არის ალერგიული კონიუქტივიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 26, 2024 12:51 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

ალერგიული კონიუქტივიტი

რა არის ალერგიული კონიუქტივიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა.

რა იწვევს ალერგიულ კონიუნქტივიტს, როგორია მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი, ელისო სიჭინავა.

– რა არის ალერგიული კონიუნქტივიტი?
ქუთუთოების შიგნითა ზედაპირი და თვალის კაკლის გარეთა ნაწილი რქოვანამდე დაფარულია ლორწოვანი გარსით – კონიუნქტივით, რომელიც გამოირჩევა მგრძნობელობით სხვადასხვა ალერგენისა და გამღიზიანებლის მიმართ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას მათზე და გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა:
– ქუთუთოების შეშუპება
– თვალების გაწითლება და ქავილი
– ცრემლდენა.

ალერგიული კონიუნქტივიტი არის ორგანიზმის რეაქცია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც მას პოტენციურად „მავნედ მიაჩნია“. ალერგენების ჩამონათვალი ფართოა და ხშირად მისი იდენტიფიცირება შეიძლება ვერც მოხერხდეს. ალერგენი შეიძლება იყოს:
– მცენარეების სპორები და მტვერი
– სხვადასხვა საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები
– კოსმეტიკა და პარფიუმერია
– მედიკამენტი
– საკვები პროდუქტი
– თამბაქოს კვამლი
– ცხოველის ბეწვი და სხვა.

ალერგიული კონიუნქტივიტი ძირითადად ორი ტიპისაა: მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი, იგივე “თავის ციებ-ცხელება” ძირითადად სეზონურია, ახასიათებს შეტევის სახით დაწყება ალერგენთან კონტაქტიდან ძალზე მოკლე ვადაში და ძირითადად ხანმოკლე და ეპიზოდური მიმდინარეობა. მისი სიმპტომებია:
– ქუთუთოების შეშუპება
– კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება
– მოთეთრო ფერის ლორწოვანი გამონადენი
– ძლიერ გამოხატული ქავილი
– ზოგჯერ ცხვირიდან გამონადენი.

ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია შედარებით ზომიერი მიმდინარეობა წლის განმავლობაში. მას შეიძლება თან ერწყმოდეს ურტიკარია და ბრონქული ასთმა.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება კლინიკურად გამოხატული ნიშნების მიხედვით. ასევე გამოიყენება ალერგიული სინჯები და კონიუნქტივალური ნაცხის გამოკვლევა ეოზინიფილებზე.

– როგორ ხდება მკურნალობა?
უპირველეს ყოვლისა, აღმოფხვრილ უნდა იქნას ალერგენთან კონტაქტი. მკურნალობა დამოკიდებულია ალერგიის გამოვლენის სიმწვავესა და სიმძიმეზე.

ადგილობრივად ინიშნება:
– ცივი საფენები
– ხელოვნური ცრემლის ჯგუფის თვალის წვეთები
– ანტიჰისტამინური და პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებელი თვალის წვეთები
– სტეროიდები
– ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორები

ზოგადი მოქმედებისთვის ინიშნება ინიშნება სისტემური ანტიჰისტამინური საშუალებები.

– რა სახის გართულება შეიძლება განვითრდეს?
უმეტეს შემთხვევაში ალერგიული კონიუნქტივიტი არ იწვევს რაიმე სერიოზულ გართულებებს, მაგრამ აუცილებელია მისი სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება და, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა სპეციალისტის მიერ, რადგან გარკვეული ჯგუფის პრეპარატების თვითნებურმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება პირიქით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მხედველობის ორგანოზე.

წყარო:

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

FacebookTwitter

ალერგიული კონიუნქტივიტი — სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.

თვალის ტკივილითვალის ტკივილისიმპტომიშეშუპება / ოიდემაშეშუპება / ოიდემასიმპტომიგამონაჟონი / სეკრეციაგამონაჟონი / სეკრეციასიმპტომიკანის ქავილიკანის ქავილისიმპტომიმხედველობის პრობლემებიმხედველობის პრობლემებისიმპტომიცხელებაცხელებასიმპტომი

იხილეთ ასევე: თვალი, ყურ-ცხვირ-ყელი, პირის ღრუ

ალვეოლიტიამბლიოპიაანგინა (ტონზილიტი)ასთენოპიაასტიგმატიზმიატროფიული რინიტიახლომხედველობა (მიოპია)ბადურის აშრევება
დაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

პრეპარატები, რომელთა ჩვენებებშიც მოხსენიებულია: ალერგიული კონიუნქტივიტი

სია ეფუძნება პრეპარატების ოფიციალურ ინსტრუქციებში მითითებულ ჩვენებებს და არ წარმოადგენს სამკურნალო რეკომენდაციას. არ მიიღოთ წამალი ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ალერტეკისასუნთქი სისტემაზირტეკი (წვეთები)სასუნთქი სისტემარეცეპტითტაფაზოლი 10მლ თვ.წვეთებიგრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)რეცეპტითცეტირამი 10მგ #20ტსასუნთქი სისტემაალერგოკრომი 20მგ 10მლ თვ.წვ.ფლსასუნთქი სისტემააიკროლი 2% 10მლ თვ.წვეთებისასუნთქი სისტემაფენკაროლი 25მგ #20ტნერვული სისტემა · ქვიფენადინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორურეცეპტოდალეროლი 10მგ #10ტსასუნთქი სისტემალეკროლინი 20მგ/მლ 10მლ ფლსასუნთქი სისტემარეცეპტითცეტეკი 10მგ #20ტნერვული სისტემა · ცეტირიზინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის,რეცეპტითალტადრინისასუნთქი სისტემაოფტოფენაზოლიგრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)
ყველა პრეპარატი (23)

რომელ ექიმს მივმართოთ

სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.

ალერგოლოგი-იმუნოლოგიბავშვთა ალერგოლოგი-იმუნოლოგიოფთალმოლოგი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

TAGGED:ალერგიული კონიუქტივიტი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი დაავადება

თვალთვალის მანია – ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ადამიანის მხირად მუდმივი შიში, რომ ვიღაც უთვალთვალებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჰემობლასტოზები — ონკოლოგია
შენი დაავადება

ჰემობლასტოზი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

ბელის დამბლა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

ახლომხედველობა – დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორები, როდის მივმართოთ ექიმს?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?