ორშაბათი, აპრილი 20, 2026
მთავარისიახლეებინინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ...

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ

სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ მედიკამენტებს ისეთ ფასად იყიდდით, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდდით წამლებს, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი ფარმაცევტული კომპანიების და სააფთიაქო ქსელების მაღალ მარჟაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მოქალაქეებს მედიკამენტებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ.
წილოსანი ბიზნესს იმის გამო აკრიტიკებს, რომ შესაძლოა მათთვის კომპანიის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეების ჯანმრთელობა.

„რეფერენტული ფასების შემდგომ, შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოწიეთ თქვენი მარჟა და ასევე წარმატებით გააგრძელეთ საქმიანობა. ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ნორმალური მოგება და ამ პირობებში, 60-30 თუ რა პროცენტიც აქვს, ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ, რომ კოლოსალური თანხები გადაიხადონ მედიკამენტებში.
ჩვენ გვესმის კითხვა, რომ თითქოს ეს კომისია რაღაცნაირად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდდნენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ძალიან ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რამე არის, რაც გატორმუზებთ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ ფასად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობის და გადარჩენის წინაპირობა. ეს ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ეს არის მისი არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობა. რა ეთიკით და რა სტანდარტებით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ არის თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირი“, – აღნიშნა წილოსანმა.

წილოსანი, ასევე, ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ არსებობს შესაძლო გარიგება ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.

„მინდა ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. ერთი ის, რომ რეფერენტულ ფასებამდე თქვენ იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეჰქმნია არცერთ მწარმოებელს თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს ვაზიანებდით და მეორე, მე მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი. ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან, ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს, ამისთვის იღებენ თუ არა კონკრეტულ შემოსავლებს, აქვთ თუ არა ბონუსები, თქვენი წარმოებული წამლები რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში“, – მიმართა ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს.

  ძუძუთი კვება - "ნეონატოლოგიური ცენტრ N ქირონ+"
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights