პარასკევი, მაისი 8, 2026
მთავარისამინისტროსარჯველაძე: კარტელური გარიგებების პრაქტიკას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ ინსტრუმენტები არსებობს...

სარჯველაძე: კარტელური გარიგებების პრაქტიკას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ ინსტრუმენტები არსებობს – მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალი ყოველთვის უნდა იყოს დახლზე, ეს შეიძლება ვალდებულების სახით ჩამოყალიბდეს

ზოგჯერ მაგალითად ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ამ დრომდეც ხდებოდა ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ნამდვილად არ აწყენდა ქართულ ჯანდაცვის სისტემას, თუკი უფრო მეტად იქნება ყურადღება კონცენტრირებული ამ საკითხებზე, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

„საბითუმო ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვნად დასარეგულირებელია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ დეფიციტები არ უნდა შეიქმნას, არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე კატეგორიის მედიკამენტის ფარგლებში, ვაჭრობის წახალისების მიზნით სხვადასხვა დასახელების რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნურად დეფიციტების შექმნა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე – „ბიზნესი, ასევე ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუკი ბიზნესს შეუმცირდება შემოსავლები რეგულაციების გაზრდის ხარჯზე, შეიძლება მან დაიზღვიოს თავი და არ შექმნას დამატებითი მარაგები. არსებობს რისკი, რომ რეგულაციებმა დეფიციტი შექმნას?“ – სარჯველაძემ ასე უპასუხა:

„ბიზნესში დღეს არიან საკმარისად კეთილსინდისიერი ადამიანები და ადამიანები რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობითაც აღვსილები არიან. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა გამოსავალი იპოვონ და რომელიმე ისეთ მედიკამენტზე აქცენტი გადაიტანონ, რომელზედაც რეფერენტული ფასი არ ვრცელდება მაშინ, ჩვენც გვაქვს ინსტრუმენტი, რომ იმავე მედიკამენტზე შევქმნათ რეფერენტული ფასი. ეს მე მგონი ცოტა სკეპტიკურ განწყობის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი“.

მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას: „ხელისუფლება საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლოა იყოს ერთგვარი მონოპოლია – ამას როგორ დაარეგულირებს მთავრობა?“.

სარჯველაძის განმარტებით, ეს ყველაფერი რეგულირებადია – ამგვარი ინციდენტები აქამდეც იყო, თუმცა ამას მასშტაბური სახე არ მიუღია.

„სამწუხაროდ ასეთ კარტელური გარიგებების პრაქტიკას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია დავაზღვიოთ მომხმარებელი იმით, რომ რაღაცაზე მეტი არცერთ შემთხვევაში არ იყოს ფასი და ამასაც ადმინისტრირება სჭირდება; ამის წინააღმდეგ საბრძოლო ინსტრუმენტები ზოგადად არსებობს, მათ შორის შესაძლებელია ეს იყოს მაგალითად ადმინისტრირების მკაცრი მექანიზმები; მაგალითად, ხელოვნურად დეფიციტის შექმნის შემთხვევაში, ისეთ მედიკამენტზე რომელიც მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად იყოს თაროზე, შეიძლება სტანდარტულად, ვალდებულების სახით ჩამოყალიბდეს და ეს ასეც უნდა იყოს. ესენციურ მედიკამენტებს ეძახიან, მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალი ყოველთვის უნდა იყოს დახლზე. სამწუხაროდ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ფასების გაიაფების შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში წავაწყდით იმას, რომ რეალურად მარაგი ჰქონდათ, და გარკვეულ მიზეზთა გამო, შესაძლოა ადგილზე მისულ ბენეფიციართათვის ეთქვათ, რომ დეფიციტია მარაგი არ აქვთ. ასეთი რაღაცები ხდება, ამას სჭირდება ბრძოლა და რეალურად ეს რეგულირებადია. ხარისხობრივი რეგულირებაც აუცილებელია, ფასების კლებამ არ უნდა გამოიწვიოს უხარისხო პროდუქტის გაჩენა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთ, მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც - რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights