სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარისამინისტრო„2025 წლის იანვარში, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ცნო. ეს...

„2025 წლის იანვარში, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ცნო. ეს გარდამტეხი ნაბიჯი მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგია“ – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აბუ დაბის გლობალური ჯანმრთელობის კვირეულში (Abu Dhabi Global Health Week) მონაწილეობს. ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა გახსნა.

კონფერენციაზე, პანელური დისკუსიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის თანასწორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, ჯანდაცვის პოლიტიკა და რეფორმები ამ პრინციპით განისაზღვრება.
„2025 წლის იანვარში, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ცნო. ეს გარდამტეხი ნაბიჯი მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და გვიჩვენებს, რა არის შესაძლებელი, როდესაც თანასწორობა მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიებისა და გლობალური თანამშრომლობის ნაწილია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის თანასწორობისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ფინანსური დაცულობაა. მიხეილ სარჯველაძემ, ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე – სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელზე, მედიკამენტების რეფერენტულ ფასებსა და ონკოლოგიის სამკურნალო პრეპარატებზე, წლიური ლიმიტის მოხსნაზე ისაუბრა.
„ჯანმრთელობის თანასწორობის მომავალი საერთო ხედვასა და პასუხისმგებლობაზე დგას, როგორც მთავრობებს, ისე – მრავალმხრივ ინსტიტუტებსა და თვით საზოგადოებებს შორის. საქართველო ამ გზის ერთგულია და მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს – WHO-ს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს, რომ ამ გზაზე ერთად მივდივართ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა.
გლობალური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე ისაუბრებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა აბუ დაბის ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და კონფერენციის ხელმძღვანელთან მანსურ ალ მანსურისთან.
Abu Dhabi Global Health Week (ADGHW) აბუ დაბის ჯანდაცვის დეპარტამენტისა (DoH) და მთავრობის მიერ ორგანიზებული, ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც, პანელური დისკუსიებსა და გამოსვლების ფორმატში, ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ჯანდაცვის სისტემებზე მსჯელობენ. კონფერენციის მიზანია ჯანდაცვის ლიდერების, ინოვატორების, მარეგულირებლების, ექსპერტების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გაერთიანება, ტექნოლოგიური პროგრესისა და მდგრადობის ხელშეწყობისთვის.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights