გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
„პროცესი [ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა] ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ვინც მოგვმართა, ყველამ შეძლო, რომ აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ. გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. მომავალშიც ყველა ის სერვისი, რომელიც სჭირდებათ ადამიანებს, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მათზე ორიენტირებით წარიმართება და პროცესი იქნება შეუქცევადი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi