შაბათი, მაისი 2, 2026
მთავარისამინისტროდეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო...

დეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის, პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა – ისინი დაიშვებიან სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომელიც თავის მხრივ, აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიცირებული, სამინისტრომ კი დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.

„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც რეალურად შეეხება ახალი ნორმები. თუ მათ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. თუმცა, ამისთვის, აუცილებელი წინაპირობა იქნება სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ – ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სამინისტრო, ამ მიმართულებით, გააგრძელებს იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რომლითაც შეიძლება, ხასიათდებოდეს სექტორი იმისთვის, რომ საქართველოში, სამედიცინო სპეციალობების მიმართულებით, ექიმების კვალიფიკაცია მუდმივად, უწყვეტად და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:

• ფსიქიატრია
• რადიაციული ონკოლოგია
• ბავშვთა გასტროენტეროლოგია
• პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
• ბირთვული მედიცინა
• კარდიოქირურგია
• ნეიროქირურგია
• ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
• ნეფროლოგია
• გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა ინფექციური სნეულებები
• ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
• ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
• პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
• ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
• რევმატოლოგია
• სასამართლო მედიცინა

  „კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება და ერთ-ერთი მათგანი სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლაა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებას განაგრძობს შარშან, შემოდგომაზე დაფუძნებული ცენტრალური სისხლის დაწესებულება“
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights