ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი გრძელდება“

მიხეილ სარჯველაძე: „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი გრძელდება“

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი. აბა დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, თუკი მივიღებდით გადაწყვეტილებას 3.2 მილიონ დოლარად ღირებულ მედიკამენტთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში ცნობილი გახდებოდა, რომ მედიკამენტს აქვს ფატალური საფრთხე და ეფექტი არ აქვს?! – მგონია, რომ ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრ კითხვას მოხსნის საზოგადოებაში.

ყველა ამ ნათქვამზე გვაქვს სრულიად უტყუარ წყაროზე, ავტორიტეტულ და ოფიციალურ (FDA, EMA, ბრიტანეთის, საფრანგეთის მარეგულირებლების ოფიციალური ვებგვერდები) წყაროზე დაყრდნობის შესაძლებლობა და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია მივაწოდო, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საკითხის ობიექტურად გარკვევისა და კითხვებზე პასუხების მიღების რეალური ინტერესი, შეუძლიათ სამინისტროში შეხვედრა, სადაც მათ პირადად გაეცემათ ამომწურავი პასუხები აღნიშნულ საკითხებზე. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი გრძელდება.

„შესწავლის პროცესი გრძელდება და რა დროსაც იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს.

ახლა მგონია ყველასთვის ნათელია, რომ თითოეულ ამ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება და ამას ვაკეთებთ, გვაქვს ექსპერტებთან და სხვა სახელმწიფო მარეგულირებლებთან კომუნიკაცია. სპეციალისტები საუბრობენ, რომ რეაბილიტაციის სერვისები მედიკამენტებზე არანაკლებად მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტად, თუნდაც ერთი დღით გადაუვადდეს ბავშვს ეტლში ჩაჯდომა. ამ თემაზე მუშაობას, ბუნებრივია, მშობლების ერთ ნაწილთან განვაგრძობთ ახლაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველასთან შევძლებთ ამის გაკეთებას. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს და მომავალშიც იქნება ღია. თუმცა, მათ ამ კარში შემოსვლამდეც, ბუნებრივია, სამინისტრო განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე: „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights