ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
მთავარისამინისტრო„კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება და ერთ-ერთი მათგანი სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის...

„კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება და ერთ-ერთი მათგანი სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლაა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებას განაგრძობს შარშან, შემოდგომაზე დაფუძნებული ცენტრალური სისხლის დაწესებულება“

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება და ერთ-ერთი მათგანი სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლაა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებას განაგრძობს შარშან, შემოდგომაზე დაფუძნებული ცენტრალური სისხლის დაწესებულება.

„ცენტრალური სისხლის დაწესებულების ძირითადი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და რაც მთავარია, სისხლის მარაგების მართვაა. ამ დაწესებულებასთან ერთად ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ სისხლის დაწესებულებებს, რომლებიც დღეს ფუნქციონირებენ და აქვთ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია, თუმცა მათ მიერ ახალი სალიცენზიო პირობების უპირობოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირინე წაქაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სისხლის უანგარო დონაციის პრინციპზე გადასვლა.

„ეს პრინციპი 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამ პრინციპის ამოქმედებას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, ის უნდა შენარჩუნდეს, ვინაიდან მსოფლიოში აღიარებულია ამ სფეროში მოქმედ ძირითად ოქროს სტანდარტად. თუმცა, იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას სტაციონარულ სექტორში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო სერვისების მიწოდებას, აუცილებელია, ამ პრინციპის ამოქმედება მოხდეს ეტაპობრივად – 2030 წლის გაზაფხულამდე. ამ დროის განმავლობაში დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, სალიცენზიო პირობების მიხედვით დააკმაყოფილონ მოთხოვნები და დაიცვან ის პროცენტული თანაფარდობა, რაც სალიცენზიო პირობებით იქნება დადგენილი“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights