ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიშენი ექიმივოიტა თერაპია ეფექტური მეთოდი - ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებისა და აშლილობების ადრეული დიაგნოსტიკა...

ვოიტა თერაპია ეფექტური მეთოდი – ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებისა და აშლილობების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვებში

ვოიტა თერაპია: გერმანული ნეირორეაბილიტაციის მეთოდი, რომლის მიზანია ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებისა და აშლილობების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვებში.

საუბრობს ვოიტა თერაპევტი, პედიატრი, ნეონატოლოგი და ბავშვთა ნევროლოგი თამარ ქობულაძე:
 
„ვოიტა თერაპია გამოიყენება როგორც ნევროლოგიური დარღვევებისას, ასევე საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა დაზიანებების დროს, როგორიცაა:
  •  ბავშვთა ცერებრული დამბლა
  •  სპინა ბიფიდა
  •  კუნთოვანი დისტოფია

ვოიტა თერაპია გამოიყენება ნევროლოგიაში, ორთოპედიაში და პედიატრიაში.

გერმანული რეაბილიტაციური მეთოდის მთავარი მიზანია ადრეული დიაგნოსტიკა და  მკურნალობა ფსიქომოტორული შეფერხების აშლილობების შემთხვევების ბავშვებში.

მეტად მნიშვნელოვანი თემაა, რადგანაც საქართველოში საკმაოდ ვაკუუმია. მაშინ, როდესაც ეს მეთოდი და თერაპია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული და ძირითადი მეთოდია ნეირორეაბილიტაციის დარგში.

დღეისათვის ვოიტა თერაპიის გარეშე წარმოუდგენელია რეაბილიტაცია ნევროლოგიაში, ორთოპედიაში და პედიატრიაში.

საქართველოში ეს მეთოდი 2005 წელს დაინერგა. გაიხსნა ნეირორეაბილიტაციის ცენტრები.

იმდენად ეფექტური მეთოდია, რომ რამდენიმე დღეში შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ კუნთების დიფერენცირებული მუშაობა. აქ პრობლემა და დაზიანება არის თავის ტვინში, რომელიც არის „დირიჟორი“, რომელიც სიგნალს აძლევს თითოეულ კუნთს, რომ გარკვეული ჯგუფი შეიკუმშოს და გარკვეული ჯგუფი მოდუნდეს. ამას რომ არ აკეთებს ტვინი, პერიფერიული სტიმულაციით ხდება რეფერენტული იმპულსის მიწოდება ტვინთან, ტვინი აგზავნის საპასუხო იმპულსს კუნთთან და შესაბამისად, შედეგს რამდენიმე დღეში ვიღებთ. ეფექტი არის ხოლმე არა კურსის ბოლოს, არამედ რამდენიმე დღეში.

ვოიტა თერაპია არის ბაზისური წამყვანი თერაპია. ერთი ჯგუფი არის თავის ტვინის დაზიანებით მიმდინარე პროცესები, როგორიც არის ბავშვთა ცერებრული დამბლა, ადრეული ასაკის ბავშვებში ცენტრალური კოორდინაციის დარღვევა.

ცერებრული დამბლა უფრო მასშტაბური დიაგნოზია, რომელიც ფაქტობრივად არ იხსნება. მაქსიმალურად საიმედო გამოსავლის შემთხვევაში სრულფასოვნებამდე მიდის, ანუ დამოუკიდებლად გადაადგილდება, მოძრაობს, სოციუმში ადაპტირებულია, თუმცა სამედიცინო გასინჯვებით და ექიმის მიერ აღმოჩნდება აუცილებლად ის სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებაზე მიუთითებენ.

ეს თერაპია ასევე გამოიყენება პერიფერიული დაზიანებების შემთხვევაში, როგორიც არის რბილი დამბლა ზედა და ქვედა კიდურებისა.

  რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მძიმე ჩანთის ტარებამ

დედამ თუ შენიშნა, თუ ბავშვს აღენიშნება „საყვარელი მხარეობა“. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი, დასაფიქრებელი და სახიფათო მომენტი“.
რას ნიშნავს „საყვარელი მხარეობა“?

„ბავშვი უპირატესად უფრო მეტად იყურება ერთ მხარეს, თამაშის დროს რომელიმე ერთ კიდურს იყენებს. ეს დედის მხრიდან აუცილებლად უნდა იქნეს შემჩნეული.

3 თვის ბავშვი მუცელზე წოლის დროს იდაყვებს უნდა ეყრდნობოდეს, თავს უნდა წევდეს, შუა ხაზზე უნდა ეკაოს თავი და უნდა შეეძლოს თავის მოძრაობა მარჯვენა და მარცხენა მხარეს…“

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights