პოლიომიელიტი – მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. ვირუსი აღწევს ნერვულ სისტემაში და უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ზურგის ტვინის ან თავის ტვინის ნერვებს.
• პოლიოს ყველაზე მძიმე ფორმამ შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს დამბლა, სუნთქვის პრობლემები და ზოგჯერ სიკვდილი.
• ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის ძირითადად ფეკალური გზით, დაბინძურებული წყლით ან საკვებით, წვეთებით – ინფიცირებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს. ვირუსი ბინადრობს ინფიცირებული ადამიანის ყელსა და ნაწლავებში.
• ადრეულ ბავშვობაში ჩატარებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი უზრუნველყოფს სიცოცხლის განმავლობაში დაცვას.
• პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 2, 3, 4, 18 თვის და 5 წლის ასაკის ბავშვებში.
• გაითვალისწინეთ, დაავადებული ადამიანის განკურნება პოლიომიელიტისგან არ ხდება, მისი თავიდან აცილება მხოლოდ ინფიცირებამდე ჩატარებული ვაქცინაციითაა შესაძლებელი.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. პოლიომიელიტი, ფაქტები, რა უნდა იცოდეთ – ვირუსი აღწევს ნერვულ სისტემაში და უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ზურგის ტვინის ან თავის ტვინის ნერვებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/04/30/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90/
sheniekimi.ge
