აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება დაიწყო.
ღია ოპერაციის გარეშე, ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის ჩანაცვლება თბილისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებში აჭარის მკვიდრ სამ პაციენტს უკვე ჩაუტრდა.
ე.წ. TAVI რეკომენდებულია არაოპერირებად პაციენტებში, რომელთა ლეტალობის რისკი 50%-ზე მეტია. სამედიცინო მომსახურება ძვირადღირებულია, ამიტომ მისი დაფინანსება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს დაიწყო.
აჭარაში, სამინისტროს დაფინანსებით პირველი ოპერაცია მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ 91 წლის პაციენტს ჩაუტარდა.
კლინიკა „მედცენტრში“ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სამედიცინო დაწესებულების ექიმებს შეხვდა. ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა სამინისტროს მიერ პროგრამებში განხორციელებულ სხვადასხვა ცვლილებაზე და სამომავლო ხედვებზე.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება დაიწყო [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/03/13/%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/
sheniekimi.ge
