მიტრალური სარქვლის პროლაფსი მოსახლეობის დაახლოებით 2%-5%-ს აქვს.
მიტრალური სარქვლის პროლაფსი ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.
• მიტრალური სარქვლის პროლაფსის ხშირი მიზეზია შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება;
• პაციენტთა უმრავლესობას ჩივილები არ აქვს. თუმცა, მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს ქოშინს, სუნთქვის უკმარისობას, დაღლილობასა და თავბრუსხვევას;
• მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება. მაგალითად:
– სწრაფი, არარეგულარული გულისცემა– არითმია;
– თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება;
– სუნთქვის გაძნელება, უკმარისობა, ხშირად დაწოლის ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
– დაღლილობა;
– ტკივილი გულმკერდის არეში;
– ინფექციური ენდოკარდიტი.
ექიმს პროლაფსის არსებობაზე ეჭვი მიაქვს ფიზიკური გასინჯვისას გულზე დამახასიათებელი შუილის მოსმენის შემთხვევაში. ეჭვის დასადასტურებლად ტარდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 2 22 22 11
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. მიტრალური სარქვლის პროლაფსი მოსახლეობის დაახლოებით 2%-5%-ს აქვს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/01/22/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90/
sheniekimi.ge

