სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების...

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია: ვირუსი, ბაქტერია ან სოკო

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია:

ვირუსი, ბაქტერია ან სოკო.
დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ტიპზე. გადაცემის ძირითადი გზა ჰაერ-წვეთოვანია.
პნევმონიისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
  • მშრალი, შემაწუხებელი ხველა, რომელიც გრძლედება ნახველიანი ხველით (მომწვანო, მოყვითალო ან იშვიათად, სისხლიანი ნახველით)
  • ცხელება, რომელიც გრძელდება 4-5 დღეზე მეტი
  • ოფლიანობა, შემცივნება
  • გახშირებული და ზედაპირული სუნთქვა
  • ჰაერის უკმარისობა, ქოშინი
  • ტკივილი გულ-მკერდში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის დროს
  • მადის დაქვეითება
  • სისუსტე
განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები, რომელთაც მიეკუთვნება:
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვები
  • 65 წელს გადაცილებული პირები
  • ორსულები
  • იმუნოდეფიციტის მქონე პირები
ასევე, შემდეგი დაავადებების მქონე პირები:
  • ბრონქული ასთმა
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი)
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გულის უკმარისობა
  • თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
  • გართულებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიამ:
ფილტვის აბცესი
  • პლევრიტი
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა
  • ფილტვის შეშუპება
  • სეფსისი
დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის კლინიკური სურათის შეფასებას, ფილტვების აუსკულტაციას, გულ-მკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევას, სისხლის საერთო ანალიზს, სისხლის ბიოქიმიურ კვლევას და ა.შ.
პნევმონიის სიმპტომების გამოვლენისთანავე, გართულებების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ თერაპევტს.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იცოდი რომ პანკრეატიტის დროს ტკივილი იმდენად ძლიერი და გამანადგურებელია, რომ ადამიანს „კეცავს“ და ხშირად სარტყლისებურად გადაეცემა ზურგში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights